ფიტომინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნომასტიმულირებელი საშუალებები, ფიტოპრეპარატები

შემადგენლობა
გ/1 კაფს
გააქტივებული კლინოპტილოლითი – 0,3გ
ალოეს მშრალი ექსტრაქტი — 0,05გ
ძირტკბილას (Gლყცყრრჰიზა გლაბრა) მშრალი ექსტრაქტი — 0,05გ

ფარმაკოლოგიური თვისებები
,,ფიტომინი’’ წარმოადგენს პირდაპირი მოქმედების ოქსირედუქტორულ პრეპარატს და ასტიმულირებს ორგანიზმის ენდოგენურ ანტიოქსიდანტურ სისტემას. მის შემადგენლობაში შემავალი გააქტივებული ბუნებრივი მინერალი ცეოლითი (კლინოპტილოლითი) უშუალოდ მოქმედებს უჯრედის მემბრანაზე როგორც ელექტრონების ზედაპირულ-აქტიური დონორი.

ჩვენებები
– ორგანიზმის იმუნური სიტემის ფუნქციური მდგომარეობის დაქვეითება და გადაღლილობა;
– ინტოქსიკაცია, მათ შორის საკვებით, მძიმე მეტალებითა და შხამ-ქიმიკატებით მოწამვლა;
– ალერგიული დაავადებები;
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, ჰეპატიტები.
– ქალთა და მამაკაცთა წინა და კლიმაქტერული პერიოდის ნერვული ცვლილებები და შრომისუნარიანობის დაქვეითება;
– აუმჯობესებს სტანდარტული მკურნალობის შედეგებს;
– რეკომენდებულია, როგორც დამხმარე საშუალება მძიმე და ქრონიკული დაავადებებისას რეაბილიტაციისთვის;

მიღების წესები და დოზები
პერორულად: მოზრდილებში 1-2 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ;
ბავშვებში: თითო კაფსულა 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ;
მოწამვლისას – 4-4 კაფსულა 3-4- ჯერ დღეში.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები: ინახება 18-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: კაფსულა #20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook