ფლაუერ პლექსის ხაზი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

რა არის ფლაუერპლექსი?
ფლაუერპლექსის სერიის პრეპარატებში გაერთიანებულია ამერიკული და ევროპული წარმოშობის ყვავილების ესენციები (ბახის ყვავილები), ჰომეოპათიური მინერალური, მცენარეული და/ან ცხოველური წარმოშობის კომპონენტები და თვითშთაგონების სიტყვიერი ფორმულები. ასეთი კომბინაცია აძლიერებს პრეპარატებში შემავალი კომპონენტების მოქმედებას რაც ფლაუერპლექსის პრეპარატებს უფრო ეფექტურს ხდის.
ყვავილების ესენციები ეფექტურია ფსიქო-ემოციური დარღვევების და ნეგატიური ენერგეტიკული მდგომარეობების დროს; ჰომეოპათიური საშუალებები კი ახდენს სომატო-ენერგეტიკული დარღვევების დაბალანსებას და ტოქსინების განეიტრალებას.
ეს პრეპარატები განკუთვნილია ფსიქო-ნეირო-ემოციური დარღვევების ღრმა კორექციის, ბიოენერგეტიკული ბლოკების მოხსნის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის. ეს მიდგომა ბიოლოგიურ მედიცინის ინოვაციაა.
სიტყვიერი მტკიცება მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი საშუალებით ხდება ფიზიკური და სულიერი ძალების გაძლიერება და მატულობს მკურნალობის  ეფექტურობა.

როგორ მუშაობს ეს პრეპარატები?
• განაპირობებენ ნეგატიური და ბლოკირებული ენერგიისგან განთავისუფლებას
• ასრულებენ ფსიქო-ნეირო-ემოციური დარღვევების ღრმა კორექციას
• ზრდიან, აძლიერებენ და აწონასწორებენ ადამიანის ბიოენერგიას

როდის შეიძლება მათი მიღება?
ფსიქო-ნეირო-ემოციური დარღვევების, ფსიქოსომატური დაავადებების მკურნალობა, ბიოენერგეტიკული ბლოკების და ნეგატიური ენერგიის მოშორების, სულიერი და პიროვნული განვითარების, შემოქმედებითი შესაძლებლობების გაძლიერების და განვითარების, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, დედობისათვის მზადების დროს.

შეფუთვა, დოზირება
ფლაკონი 30 მლ მოცულობის, დოზატორით. წვეთები პერორალური მიღებისათვის.
სტანდარტული დოზა: 10 წვეთი 3-4-ჯერ დღეში.
სიმპტომების გამწვავების დროს: 10 წვეთი 6-8-ჯერ დღეში.
დოზა ბავშვებში: 10 წვეთი 2-3-ჯერ დღეში

გამოშვების ფორმა: ფლაკონი 30 მლ, დოზატორით

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: GUNA, იტალია

გაფრთხილება