ფლორაჯინი

ფლორაჯინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

კომბინირებული პრეპარატი, რომელიც აღადგენს ნორმალურ ვაგინალურ მიკროფლორას და ხელს უწყობს საშოს ფიზიოლოგიური pH-ის შენარჩუნებას.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

შემადგენლობა:
ლაქტობაცილის 6 სახეობა (Bulgaricus, Acidophylus, Biphidus, Thermophylus, Plantarum, Casei), C ვიტამინი, რძემჟავა, გლიცერიდები, ლამინარიის ექსტრაქტი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ლაქტობაქტერიები, რომლითაც დასახლებულია გენიტალიების ლორწოვანი გარსი, ქმნიან ეკოლოგიურ ბარიერს და ხელს უშლიან პათოგენური და პირობით პათოგენური მიკრობების გამრავლებას. ლაქტობაქტერიები ანორმალიზებენ საშოს pH –ს და ხელს უწყობენ რძემჟვას ნორმალური დონის შენარჩნებას, რაც არახელსაყრელ გარემოს ქმნის მჟავამგრძნობიარე პათოგენური და პირობითპათოგენური მიკროორგანიზმების ცხოველქმედებისათვის. შედეგად ხდება მიკროფლორის დარღვეული ბალანსის აღდგენა.
C ვიტამინი ახასიათებს ანტიოქსიდანტური მოქმედება და იცავს სასქესო ორგანოების ლორწოვანს ბაქტერიებისა და კანცეროგენული ნივთიერებების დამაზიანებელი მოქმედებისაგან.
რძემჟავა აღადგენს გენიტალიების ნორმალურ pH (4–4,5).
გლიცერიდები ასტიმულირებენ ეპითალიზაციას და ჭრილობაზე აქვთ შემახორცებელი მოქმედება.
ლამინარიის ექსტრაქტი ამაღლებს ადგილობრივ იმუნიტეტს, ხსნის გაღიზიანებადობას, ავლენს ბაქტერიციდულ, ანტისეპტიურ, ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.

ჩვენება:
საშოს დისბაქტერიოზი, მათ შორის ბაქტერიული ვაგინიზმი;
ქალებში სასაქესო ორგანოების ანთებითი პროცესების ქვემწვავე და ქრონიკული სტადია;
ანტიბაქტერიული თერაპიის კურსის დამთავრების შემდეგ რეაბილატაციის მიზნით;
ჰორმონდამკიდებული კოლპიტები;
სპეციფიური ჰორმონალური თერაპიის შემდგომ მონოთერაპიის სახით.
გეგმიური გინეკოლოგიური ოპერაციებისათვის მომზადება, პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების პროფილაქტიკის მიზნით.
რისკის ჯგუფის ორსულების მშობიარობისწინა მომზადება საშოს დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით.

წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
გვერდითი მოვლენები:

არ არის გამოვლენილი.

დოზირების რეჟიმი:
ფლორაჯინის სანთელი ინიშნება დღეში ერთხელ. მკურნალობის კურსი შეადგენს 6 დღეს. კურსს იმეორებენ 3–4 თვის განმავლობაში 10–20 დღიანი ინტერვალით.
ფლორაჯინი შესაძლოა დაინიშნოს ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან კომბინაციაში.

გამოშვების ფორმა:
ფლორაჯინი სანთლები №6.

მწარმოებელი: So.Se. PHARM, იტალია.

გაფრთხილება