ფლუჟენილის ვაგინალური გელი

ფლუჟენილის ვაგინალური გელი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საშოს მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები

შემადგენლობა:
ჰიალურონის მჟავა 0.1%(30mg)
სოიოს იზოფლავონი 0.1%(30mg
ბორის მჟავა 2.0%(600mg)
ბალბის ექსტრაქტი 1.0%(300mg)
ალოე ვერა 0.5%(150mg)
გულყვითელას ექსტრაქტი 1.2%(360mg)
ჩაის ხის ზეთი(ტერპინენის იზომერი-4OL) 0.1%(30mg)
ჰიალურონის მჟავა  ქმნის საშოს ლორწოვანის ბუნებრივ დამატენიანებელ ეფექტს, აღადგენს საშოს მჟავიანობას, ხელს უწყობს ლორწოვანის ეპითელიზაციას და საშოს ელასტიურობის აღდგენას.
სოიოს იზოფლავონი  წარმოადგენს ფიტოესტროგენს, უზრუნველყოფს საშოს ლორწოვანის ხანგრძლივ ჰიდრატაციას, ელასტიურობას და ეპითელიზაციას.
ბორის მჟავა  აღადგენს საშოს ლორწოვანის PH-ს ფიზიოლოგიურ ნიშნულამდე(3,5-4,2), აქვს კარგად გამოხატული ანტისეპტიკური მოქმედება.
ბალბის ექსტრაქტს  კარგად აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ადგილობრივი ანალგეზიური მოქმედება
ალოე ვერას აქვს საშოს ლორწოვანის ჰიდრატაციის, რეეპითელიზაციის და აადგილობრივი ანალგეზიური თვისება
გულყვითელას ექსტრაქტს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისება
ჩაის ხის ზეთს(ტერპინენის იზომერი-4OL)  აქვს ანტიმიკრობული, ანტიფუნგალური და ანტივირუსული მოქმედება

ჩვენებები:
1. საშოს წვა, ქავილი,სიმშრალე, ანთება სიწითლე
2. ვაგინალური ლორწოვანის ჰიდრატაციის აღდგენა
3. დისპარეუნია(ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს)
4. ვაგინალური PH-ის რებალანსირება
5. ვულვოვაგინალური ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა
6. გინეკოლოგიური ფიზიოპროცედურები(DTC, ლაზერული თერაპია, კრიოთერაპია, რადიოთერაპია)
7. ლოგინობის ხანის მართვა
8. ლეიკოპლაკია და კერატოზები

გამოყენების წესი და ტექნიკა:
ფლუჟენილის ვაგინალური გელით მკურნალობა საშუალოდ შეადგენს 10-14 დღეს და ეს დამოკიდებულია დაავადებაზე და განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.
მოხსენით გელის ტუბს ხრახნი, ხრახნზე გადაიტანეთ აპლიკატორი, ტუბის ბოლოს ოდნავ დაჭერით გელი გადაიტანეთ აპლიკატორში, მოხსენით აპლიკატორი ტუბს, ზურგზე დაწოლილ პოზიციაში აპლიკატორი ღრმად შეიყვანეთ საშოში.
ფლუჟენილის ვაგინალური გელი არის წყალში ხსნადი და თავსებადია ლატექსის კონდომთან.

არ შეიცავს ჰორმონს

ორსულობა და ლაქტაცია:
კლინიკური კვლევებით არ დასტურდება რაიმე უკუჩვენება

ყურადღება:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პერორალურად. შეინახეთ სინათლისგან და მაღალი ტემპერატურისგან დაცულ ადგილას(T<300). არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენოთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი ექიმის გარეშე. არ გამოიყენოთ ჰიპერსენსიტიურობის შემთხვევაში მასში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

გამოშვების ფორმა: 30მლ ტუბი, #5 ერთჯერადი აპლიკატორი

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Sakura Italia SRL,  იტალია

გაფრთხილება