ფსილო-ბალზამი

ფსილო-ბალზამი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი/
diphenhydramin hidrochloride

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: H1- ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი

ათქ კოდი: D04A A 32

პრეპარატის შემადგენლობა
100 გ გელი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას:  დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდს  1,0 გ
დამხმარე ნივთიერებებს:ცეტილპირიდინიუმის ქლორიდს 0,1 გ კონსერვანტის სახით  მაკროგოლ -6- გლიცერილკაპრილატს / კაპრინატს ტრომეტამოლს, პოლიაკრილის მჟავას   წყალს

ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფსილო – ბალზამის ანტიალერგიული მოქმედება დაკავშირებულია მის შემადგენლობაში დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდის არსებობასთან, რომელიც წარმოადგენს H1- ჰისტამინურირეცეპტორების ბლოკატორს და ამის შედეგად სწრაფად ამცირებს ქავილს, ტკივილს, ჰიპერემიას,აქვეითებს კაპილარების მომატებულ შეღწევადობას, ამცირებს ქსოვილების შეშუპებას, იწვევს ადგილობრივ ანესთეზიას. ფსილო – ბალზამს გააჩნია სასიამოვნო გამაგრილებელი მოქმედება. გელის სპეციალური გელის კომპონენი იცავს კანს და არ ტოვებს კვალს, ის შეიძლება იქნას გამოყენებული როგორც კანის კრემი.

გამოყენების ჩვენება
მზის ან I ხარისხის დამწვრობის, კოღოს  მწერების ნაკბენის, ჭინჭრის ციების, სხვადასხვა წარმოშვების კანის ქავილის, ჩუტყვავილის, კანის ალერგიული გაღიზიანების (ქოლესტაზისდროს ქავილის გამოკლებით), მცენარეებთან შეხებით გამოწვეული კონტაქტური დერმატიტის დროს.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილით გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში

გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატის თხელი ფენა (2–3 გ გელი) დაიტანება კანის დაზიანებილ უბანზე და ნაწილდება მსუბუქი Aშეზელით.

გვერდითი მოქმედება
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რომელიც ვლინდება კანის მონაკვეთის გაწითლებაში და ზომიერ შეშუპებაში, რომელზეც დაიტანება პრეპარატი.
პრეპარატის გარეგანი გამოყენებისას სისტემური ხასიათის გვერდითი ეფექტები არ არის აღნიშნული.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აძლიერებს ალკოჰოლის და ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი პრეპარატების მოქმედებას.
მაო – ს ინჰიბიტორები აძლიერებენ დიფენჰიდრამინის ანტიქოლინერგულ აქტივობას. ანტაგონისტურიურთიერთქმედება აღინიშნება ფსიქოსტიმულატორებთან ერთად დანიშვნის დროს.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 1% გარეგანი გამოყენების გელი 20გ ტუბში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: STADA Arzneimittel AG, გერმანია

გაფრთხილება