ქინა ჰომაკორდ ს

ქინა ჰომაკორდ ს. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ზოგადი სისუსტის საწინააღმდეგო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები პერორალური მიღებისათვის:საწვეთურიან ფლაკონში 30 მლ და 100 მლ.
100 მლ
China D2  ………..          0.4 მლ
China D10 …………        0.4 მლ
China D30 …………        0.4 მლ
China D200………..        0.4 მლ
Sepia D6 …………          0.4 მლ
Sepia D30  …………       0.4 მლ
Sepia D200………..        0.4 მლ
Sepia D1000………..      0.4 მლ
Spiritus 35 vol %

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:
გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება;
ნერვული გამოფიტვა, დაუძლურება, რომელიც დაძაბული მუშაობის ან სწავლის დროს და კლიმაქტერულ პერიოდში ვითარდება;
ზოგადი სისუსტე.
ძირითადი საშუალება ოსტეოქონდროზების მკურნალობისას.
პრეპარატი ეფექტურ შემავსებელ თერაპიულ საშუალებას წარმოადგენს ყაბზობის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებისას.

მიღების წესი და დოზირება:
წვეთები პერორალური მიღებისათვის:
ჩვეულებრივ ინიშნება 10 წვეთი 3-ჯერ დღეში, მწვავე მდგომარეობისას 10 წვეთი ყოველ 15 წუთში არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში.
გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.

გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენებები: არ არის დადგენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
მწარმოებელი: HEEL, გერმანია

გაფრთხილება