ქოლესტეროლ ლაიფი

ქოლესტეროლ ლაიფი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა:

ნიორი 200მგ
სოიოს ზეთი

ქოლესტეროლ ლაიფი –  აქვეითებს  ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში, აუმჯობესებს  გულის ჯანმრთელობას, აუმჯობესებს  საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.
ნიორი   ხელს უშლის ათეროსკლეროზული ცვლილებების განვითარებას ორგანიზმში, ამცირებს არტერიული წნევას, აქვეითებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონეს სისხლში. ნიორს აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული ეფექტი, როგორც ყველაზე აქტიური ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს:  coliform ბაქტერიების  ტუბერკულოზური  ჩხირის, Vibrio cholerae,  ნაწლავის ჩხირის  და პარაზიტი  ჭიების მიმართ. ნიორი აუმჯობესებს ადამიანის იმუნურ სისტემას. ხელს უწყობს T- ლიმფოციტების, ფაგოციტების, NK უჯრედების და მაკროფაგების აქტივაციას. ნიორი არის  ბუნებრივი ანტიბიოტიკი.  მას აქვს ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები. ნიორი  ეხმრება  სასუნთქ გზებს  ლორწოს ევაკუაციაში,  აგრეთვე  აქვს სპაზმოლიზური ეფექტი.
გამოყენების ჩვენებები: მწვავე რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა.  გრიპის, ფარინგიტის, ანგინის, ჰაიმორიტის, ქრონიკული ბრონქიტის, ქრონიკული ქოლანგიტის, ქოლეცისტიტის, კოლიტის, ჩვეული შეკრულობის კომპლექსური მკურნალობა.  ლიპიდური ცვლის დარღვევის პროფილაქტიკა. ათეროსკლეროზის კომპლექსური მკურნალობა.  სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ღრძილების გასამაგრებლად, ანთების და სისხლდენის, კარიესით დაავადების შესამცირებლად.

მიღების წესი და დოზირება:  3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში – 1 კაფსულა დღეში.  14 წელზე  უფროსი ასაკის   მოზარდები- 1 კაფსულა 2–ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. გრიპის ეპიდემიის დროს, რესპირატორული დაავადებისას – 2 – 2 კაფსულა 2-3–ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობას დაავადებაზე დამოკიდებულების მიხედვით განსაზღვრავს ექიმი.

უკუჩვენება:  მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გამოშვების ფორმა: კაფსულა N30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Life on Healthcare,  დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება