შავი მოცვის ექსტრაქტი /Blue Berry Eyebright

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: შავი მოცვის ექსტრაქტი, კორდის კბილას ექსტრაქტი, გულყვითელას ექსტრაქტი, ყურძნის წიპწების ექსტრაქტი.
Blue BerryTM Eyebright შემადგენლობაში შედის ბიოლაგიურად აქტიური დანამატების ნატურალური ექსტრაქტები (ანტიოქსიდანტები, ბიოფლავონოიდები, კაროტინოიდები), რომელიც აღადგენს თვალის ფუნქციას, აუმჯობესებს მხედველობას სიბნელეში, ამაგრებს ბადურის კაპილარების კედელს და აუმჯობესებს თვალის სისხლმიმოქცევას.
Blue BerryTM შეგინარჩუნებთ ჯანმრთელ თვალებს და კარგ მხედველობას.
შემადგენლობა:
მოცვის ექსტრაქტი 5:1, რაც შეესაბამება 2000 მგ მშრალ კენკრას
კორდისკბილას ექსტრაქტი 5:1, რაც შეესაბამება 1000 მგ მშრალ ბალახს
გულყვითელას ექსტრაქტი 5:1, რაც შეესაბამება 600 მგ მშრალ ყვავილებს
ყურძნის წიპწების ექსტრაქტი 25:1, რაც შეესაბამება 1000 მგ მშრალ მარცვლებს
დამატებითი ინგრედიენტები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
არ შეიცავს შაქარს, მარილებს, გლუტეინს, საფუარს, ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს, არომატიზატორებს. გამოყენება ვეგეტარიანელებისა და დიაბეტიკებისთვის.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მოცვის ექსტრაქტი (Vaccinium myrtillus):
• გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები;
• გააჩნია ანგიოპროტექტორული მოქმედება.
მოცვის მშრალი ექსტრაქტის ძირითადი მოქმედი ნივთიერება:
• ანტოციანინები (მცენარეული ანტიოქსიდანტები), რომელიც შეიცავს 5 აგლიკონს – ანტოციანიდებს (დელფინიდინი, პეტუნიდინი, პეონიდინი, მალვიდინი, ციანიდინი), რომლებიც მიეკუთვნებიან ბიოფლავონოიდებს.
ანტოციანიდების ეფექტი:
• ანტიოქსიდანტური, ანტიკანცეროგენული, ანთების საწინააღმდეგო, მადესენსიბილიზირებელი თვისებები;
• თრგუნავს ლპობით პროცესებს ნაწლავებში;
• ასტიმულირებს რეპარაციულ პროცესებს, გააჩნია შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება და ამაგრებს სისხლ–ძარღვთა კედლებს.
• აფერხებს თრომბების წარმოქმნას;
• აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ნივთიერებათა ცვლას.
ანტიოქსიდანტური ეფექტები განპირობებულია თვალის ბადურას ქსოვილებში და ბროლში ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის შეწყვეტით, რაც აფერხებს დიაბეტური და ჰიპერტონული რეტინოპათიის განვითარებას, თრგუნავს კატარაქტის და გლაუკომის პათოლოგიური მექანიზმების განვითარებას, ასევე ხელს უწყობს ახლომხედველობის შემცირებას;
ანტოციანიდინები ხელს უწყობენ როდოპსინის რეგენერაციას, აუმჯოიბესებენ მის მგრძნობელობას სხვადასხვა დონის სინათლის გამოსხივების მიმართ და აძლიერებენ მხედველობის სიმახვილეს დაბალი განათების დროს. ისინი ასევე აუმჯობესებენ ბადურას ტროფიკას, აღადგენენ მისი ქსოვილური დაცვის მექნიზმებს;
აძლიერებენ შემაერთებელი ქსოვილის კოლაგენურ მატრიქს გლიკოზამინოგლიკანების სინთეზის სტიმულაციის ხარჯზე;
ლუტეინი და ზეაქსანტინი წარმოადგენენ ბადურას მთავარ პიგმენტებს და გროვდებიან ყვითელ ლაქაში, რომელიც პასუხისმგებელია მკაფიო და ხარისხიან მხედველობაზე. ლუტეინი მონაწილეობს სინათლის აგრესიული მოქმედების ნეიტრალიზაციაში, ასრულებს დამცველობით ფუნქციას.
ლუტეინი – ბუნებრივი კაროტინოიდი, რომელსაც ყვითელ–წითელი ბოსტნეული და ხილი შეიცავს (მაგალითად, სატაცური, ნიახური, ფორთოხლის წვენი, მარცვლოვნები, კვერცხის გული).
ლუტეინის დღიური ნორმა შეადგენს 6 მგ (Blue Berry Eyebright–ის 2 ტაბლეტი), როცა საკვებიდან ორგანიზმი ითვისებს მხოლოდ 1–2 მგ.
ყურძნის წიპწების ექსტრაქტი (Vitis vinifera):
• ამაგრებს სისხლ–ძარღვთა კედლებს;
• აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ამცირებს შეშუპების წარმოქმნის რისკს;
• ამცირებს თვალების ასაკოვან დაავადებების რისკს.
კორდის კბილას ექსტრაქტი (Euphrasia officinalis):
• კონიუქტივიტის მკურნალობის და პროფილაქტიკის საშუალება.
გულყვითელას ექსტრაქტი (Calendula officinalis):
• გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანგიოპროტექტურული მოქმედება, წარმოადგენს ბუნებრივი ლუტეინის წყაროს.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებისთვის და მოზარდებისთვის 13 წლის ასაკის ზევით 2 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს. ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში ან სამკურნალო საშუალების მიღების შემთხვეაში დამატებითი კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურისა.
წარმოებულია სისუფთავის და ინგრიდიენტების შემადგენლობის ფარმაცევტული კონტროლის ქვეშ GMP-ის მოთხოვნების თანახმად.
ვარგისიანობის ვადა: 36 თვე
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები #60
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ნიუ ნორდიკ, შვედეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook