ლინკასი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

სამკურნალწამლო ფორმა: სიროფი

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული სამკურნალო საშუალება სამკურნალო მცენარეულ ნედლეულზე დამზადებული. ამცირებს ხველის ინტენსიობას და ზრდის მის პროდუქტიულობას, ახდენს ამოსახველებელ, მუკოლიტურ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ჩვენებები:
სასუნთქი გზების ინფექციურ– ანთებითი დაავადების სიმპტომატური თერაპია, რომელიც მიმდინარეობს ხველით ძნელად გამოსაყოფი ნახველით (გრიპის, მწვავე რესპირატორული დაავადების, ბრონქიტის, ტრაქეობრონქიტის, პნევმონიის, „მწეველების“ ბრონქიტის დროს).

უკუჩვენებები:
*ჰიპერმგრძნობელობა, ორსულობა, ლაქტაცია.

სიფრთხილით:
3 წლამდე ბავშვთა ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი).

გვერდითი მოქმედება:
ალერგიული რექციები.

მიღების წესი და დოზირება:
შიგნით. ბავშვები 3–დან 8 წლამდე – 1 ჩაის კოვზი 3–ჯერ დღეში;
8–დან 18 წლამდე – 1 ჩაის კოვზი 4–ჯერ დღეში.
მოზრდილები – 2 ჩაის კოვზი 3–4–ჯერ დღეში.

განსაკუთრებული მითითბები:
სიროფი შიეცავს საქაროზას (70%), რაც გათვალისწინებული უნდა იყოს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, ასევე პაციენტებში, რომელებიც იმყოფებიან ჰიპოკალორიულ დიეტაზე.

ურთიერთქმედება:
არ არის სასურველი ერთდროული მიღება ხველის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთდ, რომლებიც ნახველის გამოყოფას ამცირებენ.

გაფრთხილება