ცერივიკელ D3 (ნატუროპათი)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Cetraria islandica-ს 1 მლ D1 ხსნარი (HAB 1934), HAB-ის 4ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneinbuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი

ჩვენება
– სასუნთქი გზების დაავადებები, სინუსიტი, ბრონქიტი, მშრალი ხველება
– უმადობა

თვისებები
Cerivikehl-ი ისლანდიური მღიერისგან (ლიქენი) დამზადებული მცენარეული პრეპარატია. ინიშნება ლორწოვანი გარსების სისხლით მომარაგების სტიმულაციისათვის. ლიქენების კარბონული მჟავების გარკვეული ნაწილი პირის ღრუს, ხახის, ნაწლავის, ინფექციების გამომწვევების საწინააღმდეგო მსუბუქი ანტიბიოტიკური
მოქმედებით ხასიათდება, ამასთან არ იწვევს ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი შტამების განვითარებას და ალერგიულ რეაქციებს.

მიღების წესი და დოზირება
მწვავე მდგომარეობების დროს მიიღება ყოველ ნახევარ ან ერთ საათში, მაქსიმალურად 6-ჯერ დღეში, 5 წვეთი ერთჯერადი დოზით. მიმდინარეობის ქრონიკული ფორმების დროს მიიღება 5 წვეთი 1-3-ჯერ დღეში.

უკუჩვენებები
ცნობილი არ არის

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველი სამ კვირის განმავლობაში პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის. ორსულობის მომდევნო ვადები, ძუძუთი კვება, ასევე ბავშვთა ასაკი, პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად.
მითითება
პრეპარატი შეიცავს 70 % სპირტს (ეთანოლს)

გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ და 30 მლ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM,  გერმანია

გაფრთხილება