ცინაქს ფორტე – არტიშოკი / Extractum Cynara

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): არტიშოკის ექსტრაქტი/  extractum Cynara

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაღველმდენი საშუალებები

შემადგენლობა:
არტიშოკის ყვავილის კვირტის მშრალი ექსტრაქტი 11.5:1, 39.2%, ჟელატინი, სოიოს მარცვლის ზეთი, ნაწილობრივ ჰიდროგენირებული სოიოს მარცვლის ცხიმი, დამატენიანებელი საშუალებები: გლიცერინი, სორბიტოლი, ემულგატორი: სოიოს ლეციტინი, კაროტინი.
აქტიური სუბსტანცია
არტიშოკის მშრალი ექსტრაქტი  440მგ.
მოქმედების მექანიზმი:
ცინაქს ფორტეს მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების მოქმედებით.
ჰეპატოპროტექტორული მოქმედება განპირობებულია შემდეგი თვისებებით:
*ანტიოქსიდანტური
*მემბრანომასტაბილიზებელი
*ანტიტოქსიკური (ხელს უქყობს ტოქსინების გაუვნებლებასა და ორგანიზმიდან გამოყოფას, მათ შორის პესტიციდების, ალკალოიდებისა და მძიმე მეტალების მარილების);
*ნაღველმდენი (ნაღველწარმოქმნისა და მისი გამოყოფის პროცესების ნორმალიზება);
*ღვიძლის დეტოქსიკაციური ფუნქციის გაუმჯობესება (ხელს უწყობს ტოქსინების ელიმინაციას)

ჩვენება:
ცინაქს ფორტე გამოიყენება ნაღვლის ბუშტის ატონიის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევის (სანაღვლე გზების დისკინეზია, მუცლის შებერვა, ყაბზობა) დროს. იგი გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება სანაღვლე გზების და ნაღვლის ბუშტის ანთებითი მდგომარეობების დროს.
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 კაფსულა დღეში ერთხელ დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად, არ დაღეჭოთ.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.
რაიმე სახის გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
უკუჩვენება:
ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ, ღვიძლის მწვავე დისფუნქცია, ბილიარული ტრაქტის ოკლუზია.
სიფრთხილის ზომები:
პრეპარატი ხელს არ უშლის ავტოტრანსპორტის მართვას და სხვა მექანიზმებთან მუშაობას.
პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევები არ გამოვლენილა.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატი არ მოქმედებს დედის და ბავშვის ჯანმრთელობაზე.
პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ექიმს უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს.
შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატი უნდა ინახებოდეს გრილ, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას 15-25ºC
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადა:
2 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი, კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 440 მგ კაფსულა #30
შეფუთვა: 10 კაფსულა ბლისტერზე. 3 ბლისტერი კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Swiss Caps, შვეიცარია

გაფრთხილება