ციპრობაი – CIPROBAY

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ციპროფლოქსაცინი /CIPROFLOXACIN

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფთორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.
1 ტაბ.
ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი….. 291 მგ,
რაც შეესაბამება ციპროფლოქსაცინს…………………………..  250 მგ
1 ტაბ.
ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი….. 582 მგ,
რაც შეესაბამება ციპროფლოქსაცინს…………………………..  500 მგ
საინფუზიო ხსნარი 0.2 %: ფლაკონში 50 მლ და 100 მლ
ციპროფლოქსაცინი (ლაქტატის სახით)……………………..     2 მგ.
დამატებით ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, პოლი (1-ვინილ-2-პიროლიდონი), წვრილდისპერსიული სილიციუმის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, მეთიჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაკროგოლ 400, ტიტანის დიოქსიდი (E171).

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ციპრობაი ფართო სპექტრის სინთეზური ანტიბაქტერიული საშუალებაა ფტორქინოლონების ჯგუფიდან. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მიკროორგანიზმის ფერმენტ დნმ-ჰირაზას ინჰიბირებით და დნმ-ის სპირალიზაციის პროცესის დათრგუნვით.
ციპრობაი ახასიათებს მაღალი აქტივობა ბაქტერიების ფართო სპექტრის წინააღმდეგ. ის არღვევს ბაქტერიის ქრომოსომების გამრავლების პროცესს.
ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას არ ვითარდება რეზისტენტობა ანტიბაქტერიული საშუალებებისადმი, რომლებიც არ ეკუთვნიან ფერმენტ ჰირაზას ინჰიბიტორებს. იგი მაღალეფექტურია ამინოგლიკოზიდების, პენიცილინის, ცეფალოსპორინების, ტეტრაციკლინის და სხვა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული შტამების მიმართ.
In vitroგამოკვლევით ციპროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარენი არიან: გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: ენტერობაქტერიები (Escherichia coli, Salmonella spp., Shigella spp., Citrobacter spp., Klebsiella spp., Enterobacter spp., Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Serratia marcescens, Hafnia alvei, Edwardsiella tarda, Providencia spp., Morganella morganii, Vibrio spp., Yersinia spp.), სხვა.
გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები (Haemophilus spp., Pseudomonas aeruginosa, Moraxella catarrhalis, Aeromonas spp., Pasteurella multºCida, Plesiomonas shigelloides, Campylobacter jejuni, Neisseria spp.), ზოგიერთი შიდაუჯრედული გამაღიზიანებელი – Legionella pneumophila, Brucella spp., Chlamydia trachomatis, Listeria monocytogenes, Mycobacterium tuberculosis, Mycobacterium kansasii, Corynebacterium diphtheriae;
გრამდადებითი აერობული ბაქტერიები: Staphylococcus spp. (Staphylococcus aureus, Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus), Streptococcus spp. (Streptococcus pyogenes, Streptococcus agalactiae). მეთიცილინის მიმართ მდგრადი სტაფილოკოკთა უმეტესობა, მდგრადნი არიან ციპროფლოქსაცინის მიმართაც.
მგრძნობელობა Streptococcus pneumoniae, Enterococcus faecalis, Mycobacterium avium (მოთავსებული უჯრედი შიგნით) – ზომიერია (მათ დასათრგუნად საჭიროა დიდი კონცენტრაციები). პრეპარატის მიმართ რეზისტენტულია: Bacteroides fragilis, Pseudomonas cepacia, Pseudomonas maltophilia, Ureaplasma urealyticum, Clostridium difficile, Nocardia asteroides. არაეფექტურია Treponema pallidum-ის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 70-80%-ს. ხოლო მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 60-90 წუთში პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-5 საათს, უფრო მაღალი კონცენტრაციით იგი აღწევს ინფექციის კერაში.
ჩვენებები:
გართულებული და გაურთულებელი ინფექციები, გამოწვეული ციპროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე ბაქტერიებით:
სასუნთქი გზების ინფექციები: Klebsiella-თი, Enterobacter-ით, Proteus-ით, Pseudomonas-ით, Haemophilus-ით, Branhamella-თი, Legionella-თი და StaphilºCºCcus-ით გამოწვეული პნევმონიის დროს;
ოტიტი, სინუსიტი, განსაკუთრებით თუ ინფექცია გამოწვეულია გრამუარყოფითი ბაქტერიებით.
ინფექციები:
თვალის;
თირკმლების და საშარდე გზების;
სასქესო ორგანოების, ადნექსიტის, გონორეის და პროსტატის ჩათვლით;
მუცლის ღრუს;
კანისა და რბილი ქსოვილების;
სახსრებისა და ძვლების;
სეფსისი.
ინფექცია ან ინფექციის პროფილაქტიკა დაქვეითებული იმუნიტეტის შემთხვევაში.
პაციენტთა შერჩევითი დეკონტამინაცია იმუნიტეტის დაქვეითებისას.
მიღების წესი და დოზირება:

ჩვენებები

მოზრდილებისათვის პერორალურად

ერთჯერადი/დღიური დოზა
სასუნთქი გზების ინფექცია 2-ჯერ 250-500 მგ
საშარდე გზების ინფექცია 2-ჯერ 125 მგ-დან

2-ჯერ 250 მგ-მდე

გართულებული 2-ჯერ 250-500 მგ
ცისტიტი ქალებში ერთხელ 250 მგ
გონორეა:

– ექსტრაგენიტალური

– მწვავე გართულებული

 

2-ჯერ 125 მგ

ერთხელ 250 მგ

დიარეა 2-ჯერ 500 მგ
განსაკუთრებით მძიმე სხვა ინფექციები 2-ჯერ 750 მგ

განსაკუთრებით სტაფილოკოკური, სტრეპტოკოკური ინფექციების და ფსევდომონას დროს.
– ქლამიდიებით გამოწვეული ინფექციისას დოზა იზრდება 2-ჯერ 750 მგ-მდე.
– ხანდაზმულებში დოზა უნდა შემცირდეს.
– ტაბლეტების მიღების შეუძლებლობისას საჭიროა მისი ინფუზიის სახით შეყვანა.
თირკმლების ფუნქციის დარღვევისას დოზირების რეჟიმი განსხვავებულია:
– კრეატინინის კონცენტრაციისას 1.4-დან 1.9-მდე 100 მლ-მდე პრეპარატის მაქსიმალური დოზაა 1000 მგ დღეში პერორალურად და 800 მგ ინტრავენურად;
– კრეატინინის კონცენტრაციისას 2.0 მგ/100 მლ მაქსიმალური დოზა დღეში შეადგენს 500 მგ-ს პერორალურად და 400 მგ – ინტრავენურად.
– ღვიძლის ფუნქციის დარღვევა დოზის შეცვლას არ მოითხოვს.
მიღების წესი: მიიღება საკვებისგან დამოუკიდებლად, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.
მკურნალობის ხანგრძლივობა: მკურნალობა საჭიროა გაგრძელდეს ტემპერატურის დაქვეითების (ნორმალიზაციის) შემდეგ კიდევ 3 დღის განმავლობაში.
მიღების საშუალო ხანგრძლივობა: გაურთულებელი გონორეის დროს 1 დღე, საშარდე გზების მუცლის ღრუს ინფექციის დროს – 7 დღემდე, ოსტეომიელიტის დრო – მაქსიმუმ 2 თვე. 7-14 დღე სხვა ინფექციების შემთხვევაში, ხოლო ქლამიდიური ინფექციის შემთხვევაში – მინიმუმ 10 დღე.
გვერდითი მოვლენები:
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დიარეა, ღებინება, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, მადის დაქვეითება. დიარეის შემთხვევაში საჭიროა ფსევდომემბრანული კოლიტის გამორიცხვა, რომელიც მოითხოვს ვანკომიცინით მკურნალობას.
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, შფოთვა, ცახცახი. იშვიათია უძილობა, პერიფერიული პარალგეზია, ოფლიანობა, კრუნჩხვები, დეპრესია, კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები, ფსიქოზური რეაქციები.
გრძნობათა ორგანოების მხრივ: გემოს შეცვლა, მხედველობის დარღვევა, შუილი ყურებში, სმენის დროებითი დაქვეითება.
ზემგრძნობილობის რეაქციები: კანის მხრივ – ქავილი, გამონაყარი, ცხელება. იშვიათია სისხლჩაქცევები, სტივენს-ჯონსონის (ავთვისებიანი ერითემა) და ლაიელის სინდრომი. იშვიათად ინტერსტიციული ნეფრიტი, ჰეპატიტი ღვიძლის უკმარისობით. ანაფილაქსიისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, გულყრა, წამოხურება.
სხვა
გვერდითი მოვლენები: სახსრების შესივება, ტკივილი. კუნთების ტკივილი. სინათლისადმი ზემგრძნობელობა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
იშვიათად აღინიშნება აქილოტენდინიტი, რაც მოითხოვს პრეპარატის მიღების შეწყვეტას.
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოციტოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია.
ლაბორატორიულად, შესაძლოა ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება, ქოლესტაზური სიყვითლე, შარდოვანას, კრეატინინის, ბილირუბინის მომატება.
მძღოლებში ითრგუნება რეაქციის სისწრაფე, განსაკუთრებით ალკოჰოლთან კომბინაციაში, რის გამოც არ არის რეკომენდებული მკურნალობის პერიოდში ავტოტრანსპორტის მართვა.
უკუჩვენებები:
* ციპრობაის მიღება არ შეიძლება ქინოლონების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
* უკუნაჩვენებია ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ექსპერიმენტებით ვერ მოხერხდა ციპრობაის ნაყოფისა და მოზარდის ხრტილოვან ქსოვილზე არასასურველი ზემოქმედების გამორიცხვა.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ცნს-ის დაავადებების გადატანის შემდეგ და ეპილეფსიის დროს.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება:
– ციპრობაისთან ერთად რკინის შემცველი პრეპარატების, სუკრალფატის, ანტაციდების, ანტირეტროვირუსული, მაგნიუმის, ალუმინის და კალციუმის შემცველი პრეპარატების მიღება ამცირებს ციპრობაის შეწოვას, რის გამოც იგი ინიშნება მათ მიღებამდე 1-2 საათით ადრე ან 4 საათის შემდეგ მათი მიღებიდან.
– თეოფილინთან ერთად მისი მიღება ზრდის თეოფილინის დონეს, რაც ამ უკანასკნელის დოზის შემცირებას საჭიროებს.
– ციპრობაის ციკლოსპორინთან ერთად მიღება ხელს უწყობს სისხლში კრეატინინის კონცენტრაციის ხანმოკლე მომატებას, ხოლო მისი კომბინაციისას იზრდება ვარფარინის მოქმედების ეფექტი.
– პრეპარატის გლიბენკლამიდთან ერთად გამოყენებისას იზრდება გლიბენკლამიდის ეფექტი.
– პრობენეციდი ამცირებს ციპრობაის თირკმელებით გამოყოფას, რაც ზრდის მის კონცენტრაციას სიხლში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი: BAYER HEALTH CARE AG, გერმანია

გაფრთხილება