ცისტიქეა / Cysticare

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
რეკომენდებულია: მოზარდებისა და მოზრდილთათვის საშარდე სისტემის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის

რას წარმოადგენს ცისტიქეა აბები?
ცისტიქეას აბების ფორმულაში რჩეული ბუნებრივი და მაღალი ხარისხის მცენარეული ექსტრაქტებია გამოყენებული, რომლებიც ორგანიზმის მიერ მაქსიმალური შეწოვისა და ათვისების უზრუნველსაყოფად სპეციალურად არის გაწმენდილი და გამდიდრებული. შტოშის, ციტრუსოვანი ბიოფლავონოიდების, კალიუმის და C ვიტამინის დადებით თვისებებთან კომპლექსში ეს საკვები დანამატი ქალებისთვის სრულყოფილ ფორმულას წარმოადგენს საშარდე სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.

რისთვის არის სასარგებლო ცისტიქეას აბები?
– ოშარდვის ხშირი ან მუდმივი სურვილის შეგრძნების შესამცირებლად
– მოშარდვის დროს წვის შეგრძნების შესამცირებლად
– მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილების და წელის მიდამოში ტკივილების შესამცირებლად
– ნაწლავური ფლორის დაბალანსებისთვის
– იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის
– საშარდე გზების ინფექციას დროს იმუნური ფუნქციის გაუმჯობესებისთვის
– ფაქიზი მოქმედების ბუნებრივი შარდმდენი, ასევე თირკმლის ფუნქციის მასტიმულირებელი
– თირკმლისა და შარდის ბუშტის კენჭების დროს სიმპტომების შემცირებისთვის

ვისთვის არის სასარგებლო ცისტიქეას აბები?
ცისტიქეას აბები სასარგებლოა:
– მათთვის, ვისაც საშარდე გზების ინფექციებისადმი მიდრეკილება აღენიშნება
– დიაბეტის მქონე პირთათვის და ორსულებისთვის
– ქალებისთვის, რომლებსაც შემოკლებული შარდსაწყვეთის პრობლემა აწუხებთ
– მათთვის, ვისაც საშარდე სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნება სურს
– მათთვის, ვისაც სურს ჯანსაღი საჭმლის მომნელებელი სისტემის შენარჩუნება
– მათთვის, ვისაც იმუნური სისტემის გაძლიერება სურს
– პოსტმენოპაუზალურ პერიოდში მყოფი ქალებისთვის

ხარიხის სტანდარტი: ყველა ინგრედიენტი აკმაყოფილებს აშშ, ევროპისა და ბრიტანეთის ფარმაკოპეას სტანდარტებს ან მომწოდებლის სპეციფიკაციას

შემადგენლობა ერთი აბი შეიცავს(საშუალოდ): რდნ%
ვიტამინი C 160მგ 200
კალიუმი 300მგ 15
ციტრუსოვანი ბიოფლავონიდები 100მგ *
შტოშის ექსტრაქტი (25:1) (1000მგ შტოშის ფხვნილის ექვივალენტი) 40მგ *
ოხრახუშის ფოთლის ექსტრაქტი (4: 1) (800მგ ოხრახუშის ფხვნილისექვივალენტი) 200მგ *
ღვიას ექსტრაქტი (4: 1) (800 მგ ღვიას ფხვნილის ექვივალენტი) 200მგ *
რდნრეკომენდებული დღიური ნორმა (ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესაბამისადდადგენილი არ არის

** შესაფერისია ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის (მკაცრი ვეგეტარიანელებისთვის)
გამოყენების წესი: მოზრდილები და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: ერთი აბი დღეში საკვებთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში დოზა დღეში ორ აბამდე შეიძლება გაიზარდოს. კვალიფიციური სპეციალისტის რჩევის გარეშე არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას. ვარგისიანობის

გაფრთხილება:
– გამოიყენეთ პროდუქტი ინსტრუქციაში მითითებული მიღების წესის შესაბამისად
– სრულფასოვანი და ბალანსირებული კვების ჩანაცვლება საკვები დანამატებით არ არის რეკომენდებული
– დაორსულების დაგეგმვის პერიოდში, ორსულობის, ძუძუთი კვების, მედიკამენტოზური მკურნალობის დროს, საკვებისმიერი ალერგიის ან ჯანმრთელობის ნებისმიერი სხვა პრობლემის შემთხვევაში, გამოყენების წინ მიიღეთ ექიმის კონსულტაცია
– საკვები დამატებები არ არის განკუთვნილი დაავადების მკურნალობისა ან პრევენციისთვის
– არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

შენახვის წესი: შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #60
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: HEALTHAID, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება