ციტოფლავინი – CYTOFLAVIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მეტაბოლური საშუალება
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური კომპონენტები:
ქარვის მჟავა …………………………… 0,300 გ;
რიბოქსინი (ინოზინი)    ………… 0,050;
ნიკოტინამიდი  …………………….…. 0,025 გ;
რიბოფლავინის მონონუკლეოტიდი (რიბოფლავინი)  …..  0,005 გ.
დამხმარე ნივთიერებები: საშუალომოლეკულური პოლივინილპიროლიდინი (პოვიდონი), კალციუმის სტეარატი, მეტაკრილის მჟავის და ეთილაკრილატის სოპოლიმერი, 1,2- პროპილენგლიკოლი, მჟავე წითელი 2C, ტრპეოლინი O.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს გააჩნია ჰიპოქსიის საწინააღმდეგო თვისებები. უჯრედში ენერგიის წარმოქმნის პროცესებზე დადებითი ზემოქმედებით, ამცირებს თავისუფალი რადიკალების პროდუქციას, აღადგენს ანტიოქსიდანტური დაცვის ფერმენტების აქტიურობას.
პრეპარატი აუმჯობესებს ცერებრულ სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ახდენს პოზიტიურ ზემოქმედებას თავის ტვინის ბიოელექტრულ აქტივობაზე.
დადებითად მოქმედებს ნევროლოგიური სტატუსის პარამეტრებზე: ამცირებს ასთენიური, ცეფალგიური, ვესტიბულო – ნათხემის კოხლეოვესტიბულური სინდრომის გამოხატულებას, ასევე, ახდენს ემოციურ – ნებითი სფეროს დარღვევების ნიველირებას (ამცირებს განგაშის შეგრძნების და დეპრესიის დონეს). აუმჯობესებს კონგიტიურ – მნესტიურ ფუნქციებს და სიცოცხლის ხარისხს.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატს გააჩნია მაღალი ბიოშეღწევადობა: ტაბლეტის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები ახდენენ მოქმედებას ერთმანეთის ფარმაკოკინეტიკაზე. შეწოვისას, ქარვის მჟავა და რიბოქსინი (ინოზინი) სწრაფად უტილიზდება. რიბოქსინი (ინოზინი) მეტაბოლიზდება ღვიძლში გლუკორონის მჟავის წარმოქმნით და შემდგომ, მისი დაჟანგვით. უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა თირკმელებით.
ნიკოტინამიდი: სწრაფად ნაწილდება ყველა ქსოვილში, აღწევს პლაცენტაში და ლაქტატში, მეტაბოლიზდება ღვიძლში ნიკოტინამიდ – N- მეთილნიკოტინამიდის წარმოქმნით, გამოიყოფა თირკმელებით. რიბოფლავინი ნაწილდება არათანაბრად: უმეტესი ნაწილი კონცენტრირდება მიოკარდში, ღვიძლში, თირკმელებში, ნაწილობრივ მეტაბოლიტის სახით.
ჩვენება:
ციტოფლავინი გამოიყენება მოზრდილებში კომპლექსურ თერაპიაში
1. თავის ტვინის ქრონიკული იშემიის 1-2 სტადიის (ცერებრული ათეროსკლეროზი, ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია, ინსულტის შემდეგ);
2. ასთენიური სინდრომის (სისუსტე და დაღლილობა)
უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილე:
ჰიპოტენზიის და კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დაავადებების(ეროზიული გასტროდუოდენიტი, წყლულოვანი დაავადება) დროს პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის კომპონენტებზე ალერგიული რეაქციების არარსებობისას, შესაძლებელია მისი გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში.
დოზირება:
ციტოფლავინი გამოიყენება პერორალურად, 2 ტაბლეტი დღეში 2- ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დაუღეჭავად, 8-10 საათიანი ინტერვალით (100 მლ წყლის დაყოლებით). კურსის ხანგრძლივობა 25 დღე (100 ტაბლეტი). პრეპარატის საღამოს მიღება რეკომენდებულია არაუგვიანეს 18 საათისა.
განმეორებითი კურსი ინიშნება ცერებროვასკულარული უკმარისობის გაღრმავებისას, მაგრამ წინა კურსის დამთავრებიდან 25-30 დღის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია რეაქციები გარდამავალი თავის ტკივილის სახით.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
ქარვის მჟავა, ინოზინი, ნიკოტინამიდი, შეთავსებადია სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
ციტოფლავინი შეთავსებადია ჰემოპოეზის მასტიმულირებელ, ანტიჰიპოქსანტურ პრეპარატებთან და ანაბოლურ სტეროიდებთან.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ყურადღების კონცენტრაციაზე.
გამოშვების ფორმა:
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული წითელი ფერის ტაბლეტები.
10 ტაბლეტი კონტურულ – უჯრედულ შეფუთვაში პოლივინილქლორიდის აპკით და ალუმინის ფოლგით.
5 ან 10 კონტურულ – უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
50 ან 100 ტაბლეტი პოლიმერულ ქილაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე, ასევე ტაბლეტების მექანიკური დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში.
შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250C- ზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
სამკურნალო ფორმა: წითელი, მრგვალი, ორმხრივამობურცული,   ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: ექიმის რეცეპტით
მწრამოებელი: შპს ` სამეცნიერო – ტექნოლოგიური ფარმაცევტული ფირმა “პოლისანი “

გაფრთხილება