ჯენოდექსი – GENODEX

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კომბინირებული პრეპარატი; ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული საშუალება ოფთალმოლოგიაში და ოტოლარინგოლოგიურ პრაქტიკაში
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები: ფლაკონში 5 მლ
1 მლ
პოლიმიქსინის B სულფატი……………….   5000 სე
ქლორამფენიკოლი…………………………..      5.0 მგ
დექსამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი….    1.0 მგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ჯენოდექსი– კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში და ოტოლარინგოლოგიაში. ჯენოდექსის თერაპიული ეფექტი განპირობებულია დექსამეტაზონის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, ანტიბიოტიკი ქლორამფენიკოლისა და პოლიმიქსინი B ანტიმიკრობული მოქმედებით.
ჩვენებები:
თვალის დაავადებები: ზედაპირული კერატიტი, კერატოკონიუნქტივიტი, პარენქიმატოზული კერატიტი, კონიუნქტივიტი, ირიდოციკლიტი, რქოვანას დაზიანება, ქუთუთოების ალერგია და ბლეფარიტი.
ყურის დაავადებები: ლოკალიზებული ნეიროდერმატიტი, სებორეული დერმატიტი, ეგზემა, გაფანტული გარეთა ოტიტი.
მიღების წესი და დოზირება:
თვალების მკურნალობისთვის: იწვეთებენ 1–2 წვეთ ხსნარს კონიუნქტივალურ პარკში ყოველ საათში დღის მანძილზე  და ყოველ 2 საათში ღამით დადებითი ედექტის მიღებამდე, შემდეგ 1 წვეთს ყოველ 4 საათში. დოზის შემდეგომი შემცირება თითო წვეთამდე 3–4–ჯერ დღეში შეიძლება საკმარისი იყოს ავადმყოფის მდგომარეობის კონტროლისთვის.
ყურის დაავადებების მკურნალობა: თავდაპირველად კარგად ასუფთავებენ გარეთა სასმენ მილს. რეკომენდებული საწყისი დოზა – 3–4 წვეთი ორჯერ ან სამჯერ დღეში. სასურველი ეფექტის შემდეგ დოზას თანდან ამცირებენ პრეპარატის სრულ მოხსნამდე.
გვერდითი მოქმედება:
გლაუკომა მხედველობის ნერვის დაზიანებით, მხედველობის სიმახვილისა და მხედველობის ველის შემცირება, უკანა კაფსულასქვეშა კატარაქტის წარმოქმნა, თვალის მეორადი ინფექცია, განპირობებული პათოგენური გამომწვევებით, Herpes simplex –ის ჩათვლით, გამოყოფილი თვალის ქსოვილიდან, თვალის კაკლის პერფორაცია. რქოვანას გათხელებისას დგება პერფორაციის საშიშროება. იშვიათად, ხანგრძლივი გამოყენებისას – თვალშიგა წნევის მომატება და კატარაქტის განვითარება. გლუკოკორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენებისას  კატარაქტის ქირურგიული მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია ბუშტუკების წარმოქმნა. გლუკოკორტიკოსტეროიდების ჩაწვეთების შემდეგ შესაძლებელია რქოვანას ვირუსული და სოკოვანი ინფექციების გამწვავება. შესაძლებელია ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება.
უკუჩვენებები:
თვალის ან ყურის ინფექციური ტუბერკულოზური დაზიანება, მარტივი ლიქენი, ჩუტყვავილა, ადრეული მწვავე Herpes simplex, ვირუსული და ჩირქოვანი დაავადება კონიუნქტივისა და ქუთუთოების, რქოვანას დაავადება, მიმდინარე ეპითელის დეფექტით, გლაუკომა, ტრახომა. ეჭვი სოკოვან ინფექციაზე, დაფის აპკის პერფორაცია, ასევე ხსნარის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის რეკომენდებული ერთდროული მიღება მონომიცინთან და სტრეპტომიცინთან მათი ტოქსიურობის გაზრდის გამო.
მიღების თავისებურებები:
მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია თვალშიგა წნევისა  და რქოვანას მდგომარეობის კონტროლი.
პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის ორსულებისათვის ნაყოფზე შესაძლო ტოქსიური მოქმედების გამო.
თვალის უმკურნალებელი მწვავე ჩირქოვანი ინფექცია შეიძლება შენიღბული იყოს ან შეიძლება აქტიურად გაძლიერდეს სტეროიდული სამკურნალო საშუალებების მიღებით. თუ გაღიზიანება და ტკივილი შენარჩუნებულია ან ძლიერდება აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან ვიზიტი.
მწარმოებელი: GENOM BIOTECH

გაფრთხილება