ჰედელიქსი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება:  სუროს ფოთლების ექსტრაქტი /FOLIA HEDERAE HELICIS

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის ხველების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები: ფლაკონში 50 მლ.
1 მლ (30 წვეთი)
სუროს ფოთლების თხიერი ექსტრაქტი შაქრის და სპირტის გარეშე…….. 0.1 გ (1:1)
დამხმარე ნივთიერებები:
პროპილენგლიკოლი, გლიცეროლი არომატული ნივთიერება.

ჩვენებები:
სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები, ბრონქების ქრონიკული ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა;
შემაწუხებელი “ღამის” ხველა.

მიღების წესი და დოზირება:
ექიმის დანიშნულების გარეშე პრეპარატი ინიშნება 3-ჯერ დღეში;
ჰედელიქსი ინიშნება განზავების გარეშე.
ჩვილ და პატარა ასაკის ბავშვებში პრეპარატის განზავება ხდება ხილის წვენთან ან ჩაისთან ერთად.
გამოყენების ხანგრძლივობა:
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახეობაზე და სიძიმეზე.
მსუბუქი ფორმის დაავადების დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 1 კვირას. თერაპიული შედეგის შესანარჩუნებლად პრეპარატით მკურნალობა გრძელდება 2-3 დღის განმავლობაში დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
მონაცემები არ მოიპოვება.

უკუჩვენებები:
არ არის დადგენილი.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ჩვენების მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები:
♦ მითითება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის:
ვინაიდან პრეპარატი არ შეიცავს სპირტს და შაქარს, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, ასევე პაციენტებში, რომლებიც ერიდებიან ალკოჰოლის მიღებას.
♦ დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
♦ ვინაიდან პრეპარატი შეიცავს მცენარეული წარმოშობის ექსტრაქტს, შესაძლებელია მისი შემღვრევა, ან გემოს მცირედ შეცვლა. აღნიშნულის მიუხედავად პრეპარატის თერაპიული ეფექტი არ მცირდება.

ჭარბი დოზირება:
მონაცემები არ მოიპოვება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მონაცემები არ მოიპოვება.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 5-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

მწარმოებელი: KREWEL MEUSELLBACH, გერმანია

გაფრთხილება