ჰერბიონი® სუროს სიროფი / Herbion ivy surup

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
ათქ კოდი: R05C.
ზოგადი დახასიათება
აღწერილობა
მოყვითალო-ყავისფერი სიროფი სპეციფიკური სუნით და გემოთი.
დასაშვებია ნალექის არსებობა, დამახასიათებელი ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებებისათვის.
შემადგენლობა
1 მლ სიროფი შეიცავს 7 მლ სუროს ფოთლების მშრალ ეთანოლის ექსტრაქტს 30% მ/მ (5-7,5:1)1.
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი თხევადი (არაკრისტალიზირებული) (E420), გლიცერინი (E422), ნატრიუმის ბენზოატი (E211), ლიმონმჟავა მონოჰიდრატი (E330), არომატიზატორი მელისას სუნით (შედგება პროპილენგლიკოლისაგან, ეთანოლისაგან, ციტრონელის ზეთისაგან, ციტრალისაგან, ლიმონის და კორიანდრის ზეთებისაგან), გასუფთავებული წყალი.
1 მცენარეული წარმოშობის სუბსტანცია / ექასტრაქტი = 5-7,5:1.
გამხსნელი ექსტრაქციისათვის: ეტანოლი 30% (მ/მ).
სხვა დამხმარე ნივთიერებები: 0%.
სამკურნალო ფორმა: სიროფი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰერბიონი სუროს სიროფი შეიცავს ჩვეულებრივი სურო ფოთლების მშრალ ექსტრაქტს, რომელიც მოქმედებს როგორც მუკოლიტური და ბრონქოსპაზმური საშუალება.
პრეპარატი ხელს უწყობს ნახველის სიბლანტის შემცირებას, აადვილებს ამოხველებას და აწყნარებს ხველას.
გამოყენების ჩვენებები
ჰერბიონი სუროს სიროფი გამოიყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება სველი ხველების დროს.
გამოყენების წესი და დოზირება
2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში: 2,5 მლ (0,5 დოზირებული კოვზი) სიროფი ორჯერ დღეში.
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 5 მლ (1 დოზირებული კოვზი) სიროფი ორჯერ დღეში.
მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: 5-7,5 მლ (1 – 1,5 დოზირებული კოვზი) სიროფი ორჯერ დღეში.
პრარატი უკუნაჩვენებია 2 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის.
ჰერბიონს სუროს სიროფს იღებენ საკვების მიღების მიუხედავად.
რეკომენდირებულია საკმაო რაოდენობის თბილი წყლის ან ჩაის დაყოლება.
თუ სიმპტომები ნარჩუნდება სიროფის მიღების დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში, მაშის საჭიროა ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.
უკუჩვენებები
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის, არალიისებრთა ოჯახის სხვა მცენარეების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
2 წლამდე საბავშვო ასაკი.
სამკურნალო საშუალების გამოყენების განსაკუთრებული მითითებები
პერსისტირებული ამ მორეციდივე ხველა ბავშვებში 2- 4 წლის ასაკში საჭიროებს მკურნალობის დაწყებამდე დიაგნოზის დასმას. იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფის მდგომარეობა არ უმჯობესდება მკურნალობის 7 დღის შემდეგ, ან სუნთქვის გაძნელების, ჩირქოვანი ნახველის გაჩენის შემთხვევაში, ან ტემპერატურის მომატების დროს საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ერთობლივი გამოყენება ხველების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, როგორიცაა კოდეინი ან დექსტრომეტორფანი, არ არის რეკომენდირებული სპეციალისტთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
პაციენტებმა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით გამწვავების სტადიაში სტადიაში უნდა დაიცვან სიფრთხილე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთი ინგრედიენტების შესახებ
ჰერბიონი სუროს სიროფი შეიცავს სორბიტოლს (E420). პაციენტებში ფრუქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობით არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება.
პრეპარატი შეიცავს ეტანოლის (სპირტის) მცირე რაოდენობას – 100 მგ-ზე ნაკლებს დოზაზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მიღების წინ აუცილებელია ექიმის ინფორმირება იმის შესახებ, იღებთ ან ახლახანს იღებდით რაიმე სამკურნალო საშუალებებს.
არ არსებობს მონაცემები სხვა სამკურნალო საშუალებებთან და კვების პროდუქტებთან ურთიერთქმედების შესახებ.
მიღება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს
რაიმე პრეპარატის მიღების წინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში უსაფრთხოების შესახებ შეზღუდული მონაცემების გამო არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება ამ კატეგორიის პაციენტებისათვის.
ზემოქმედება ავტოტრასნპორტის ტარების და პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე
არ ყოფილა შეტყობინებები პრეპარატის ზემოქმედების შესახებ ავტოტრასნპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება
არ არის რეკომენდირებული რეკომენდირებულზე მაღალი დოზების მიღება.
სიმპტომები: დოზების მიღებისას, რომლებიც აღემატება დღიურ დოზა ორ ჯერზე მეტად, შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, დიარეა, აგზნებული მდგომარეობა.
მკურნალობა: სიმპტომატური.
არ არის რეკომენდირებული სიროფის ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული მიღების კომპენსირებისათვის.
გვერდითი მოქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად ჰერბიონი სუროს სიროფს ერთეულ შემთხვევებში შეუძლია გვერდითი მოქმედებების გამოწვევა.
ხშირად (³1/100 <1/10-მდე):
– გულისრევა, ღებინება, დიარეა.
არახშირად (³1/1000 <1/100-მდე):
– ალერგიული რეაქციები, რომლებიც ვლინდება ჭინჭრის ციების, კანზე გამონაყარის, კუპეროზის ან სუნთქვის გაძნელების სახით.
ალერგიული რეაქციების გაჩენის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.
გვერდითი რეაქციების გაჩენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის ნახსენები ჩანართ-ფურცელში, გთხოვთ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
შენახვის პირობების და ვადები
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.
სიროფი უნდა იქნას გამოყენებული 3 თვის განმავლობაში ფლაკონის გახსნის შემდეგ.
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 7მგ/მლ 150მლ სიროფი (უშაქრო) მინის ფლაკონი №1 კოვზ-დოზატორთან ერთად შეფუთვაში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: KRK d.d., Novo mesto, სლოვენია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook