ჰერბიონი® მრავალძარღვას სიროფი / Herbion plantain syrup

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი და მუკოლიტური საშუალება.
ათქ კოდი:
HR05CW.
შემადგენლობა:
სიროფის ყოველი 5 მლ (1 საზომი კოვზი) შეიცავს:
1,25გ ლანცეტისებრი მრავალძარღვას ფოთლების თხევად წყლიან ექსტრაქტს (Plantaginis lanceolatae folium extractum aquosum fluidum) 1:5;
1,25გ ჩვეულებრივი ბალბას ყვავილების თხევად წყლიან ექსტრაქტს (Malvae sylvestris flos extractum aquosum fluidum) 1:5;
65 მგ ვიტამინი C (Acidum ascorbicum).
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა (4გ), მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (9,24გ), ფორთოხლის ზეთის არომატი.
აღწერილობა:
სიროფი ყავისფერიდან წითელ-ყავისფერამდე, დამახასიათებელი სუნით და გემოთი. დასაშვებია მცენარეული წარმოშობის სუბსტანციებისათვის დამახასიათებელი უმნიშვნელო ნალექის არსებობა.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
პრეპარატის ეფექტი კლინიკური კვლევებით არ არის დამტკიცებული. ის ეყრდნობა ფარმაკოლოგიურ კვლევებს და გამოყენების მრავალწლიან ემპირიულ გამოცდილებას (ეფექტურობის მტკიცებულების დონე: IV).
მრავალძარღვას სიროფი ჰერბიონი შეიცავს ორი სამკურნალო მცენარის წყლიან ექსტრაქტს, ლანცეტისებრი მრავალძარღვას ფოთლების თხევად წყლიან ექსტრაქტს (Plantago lanceolata L.) და ჩვეულებრივი ბალბას ყვავილების თხევად წყლიან ექსტრაქტს (Malva Sylvestris L.) და ვიტამინ C. სიროფი, თავისი ბლანტი, ლორწოვანი კონსისტენციის წყალობით, იცავს სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს და არბილებს მშრალ ხველებას გაციებისას და სასუნთქი გზების ანთებითი მოვლენების დროს. სიროფის წებოვანი ნივთიერება ქმნის თხელ აპკს ლორწოვანი გარსის ზედაპირზე და ამგვარად მექანიკურად იცავს მას ხველების გამომწვევი გამაღიზიანებლების მოქმედებისაგან.
ლანცეტისებრი მრავალძარღვას აქტიური ნივთიერებები – მუცინური და ირიდოიდური გლიკოზიდები (აუკუბინი). აუკუბინის შემცველობის გამო, ლანცეტისებრი მრავალძარღვას ფოთლების თხევადი წყლიანი ექსტრაქტი ახდენს ბაქტერიოსტატურ ეფექტს და ამცირებს სასუნთქი გზების ანთებას.
ანტიბაქტერიალური ეფექტი განპირობებულია აგლიკონის – აუკუბიგენინის მოქმედებით, რომელიც გამოთავისუფლდება აუკუბინიდან მცენარეული ბეტა-გლიკოზიდების მოქმედებით.
ექსტრაქტის ლორწოვანი შემადგენლობის გამო ის ახდენს დამარბილებელ მოქმედებას მშრალი, გამაღიზიანებელი ხველებისას, რომელიც თან ახლავს ზედა სასუნთქი გზების ანთებას. ჩვეულებრივი ბალბას ყვავილები ასევე შეიცავენ ლორწოვან ნივთიერებებს, ტანინს და ანტოციანურ გლიკოზიდ მალვინს. ექსტრაქტი ახდენს ადგილობრივ დამარბილებელ მოქმედებას, რითიც იცავს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს. ექსტრაქტის ლორწოვანი ნივთიერებები ქმნიან მექანიკური დაცვის თხელ აპკს და ამცირებენ ხველის რეფლექს. ამგვარად, ხდება ხველების შემსუბუქება, რომელიც გამოწვეულია ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით რესპირატორული ტრაქტის ანთების დროს ან გარემოს სხვადასხვა გამაღიზიანებელი ფაქტორების ზემოქმედებით.
ვიტამინი C მონაწილეობს ბევრ მეტაბოლურ პროცესში ადამიანის ორგანიზმში, კერძოდ, არის ჟანგვა-აღდგენითი სისტემის კომპონენტი და მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში და გემოგლობინის წარმოქმნაში. ის ასტიმულირებს ორგანიზმის იმუნური სისტემის პასუხს და აძლიერებს უჯრედების რეგენერაციას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ფარმაკოკინეტიკური კვლევები სიროფით ან ორივე სამკურნალო მცენარის წყლიანი ექსტრაქტით არ ჩატარებულა, მაგრამ არსებობს რამოდენიმე კვლევის მონაცემები იზოლირებულ აქტიურ ნივთიერებებთან.
ორივე მცენარის ლორწოვანი პოლისაქარიდები არ შეიწოვება და არ მეტაბოლიზდება პერორალურად მიღების შემდეგ, მაგრამ ისინი ახდენენ ადგილობრივ მოქმედებას ლორწოვან გარსზე, მასზე დამცავი ფენის შექმნით.
ფარმაკოკინეტიკური კვლევები აუკუბინით ადამიანებში არ ჩატარებულა. კურდღლებში, რომლებსაც ლანცეტისებრი მრავალძრღვა ეძლეოდათ საკვების სახით, შარდში აღენიშნათ აუკუბიგენინი. ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C) აბსორბცია იწყება პირის ღრუს ლორწოვან გარსში და გრძელდება თორმეტგოჯა და წვრილ ნაწლავში. მჟავა ნაწილდება სხვადასხვა ქსოვილებში და უჯრედებში. ასკორბინის მჟავა ლეიკოციტებში და თრომბოციტებში აღწევს უფრო მაღალ კონცენტრაციებს, ვიდრე ელექტროციტებში და პლაზმაში. ვიტამინ C-ს 25% უკავშირდრება პლაზმის ცილებს. მოზრდილი ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმი შეიცავს ვიტამინ C-ს დაახლოებით 1,5გ.
ადამიანის ორგანიზმში ასკორბინის მჟავა შეუქცევლად იჟანგება დეჰიდროასკორბინის მჟავამდე, რომელიც შემდეგ ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ოქსალინის მჟავამდე და ასკორბატ-2-სულფატამდე, რომლებიც ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით. ასკორბინის მჟავის ჭარბი რაოდენობა, რომელიც არ ჭირდება ორგანიზმს, შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდით.
წინაკლინიკური მონაცემები უსაფრთხოების შესახებ
არ არსებობს სრული მონაცემები უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წინაკლინიკური კვლევების შესახებ, მაგრამ კლინიკური გამოყენების გამოცდილება არ მიუთითებს იმაზე, რომ პრეპარატი შეიცავს ადამიანისათვის რაიმე რისკს.
წინაკლინიკური ტოქსიკოლოგიური კვლევები სიროფით ან მის შემადგენლობაში შემავალი მცენარეებით არ ჩატარებულა, მაგრამ არსებობს ასეთი კვლევების მონაცემები იზოლირებულ აქტიურ ნივთიერებებთან.
ორივე სამკურნალო მცენარის ძირითადი აქტიური ნივთიერებაა – მცენარეული წებოგვარა, რომელიც არ შეიწოვება და არ არის ტოქსიკური.
დღეისათვის არ არსებობს ცნობები ინტოქსიკაციის შესახებ, გამოწვეული Plantaginis lanceolatae folium-ის ფუძეზე შექმნილი პრეპარატების მიღებით, რომლებიც შეიცავენ აუკუბინის შედარებით მცირე რაოდენობას (0,3 – 2,5%).
ცხოველებში აუკუბინის მწვავე ტოქსიკურობის მონაცემები: პერიტონეალური შეყვანის შემდეგ თაგვებში არ იყო დარეგისტრირებული დაღუპვის არცერთი შემთხვევა, 900 მგ/კგ სხეულის მასაზე ზევით დოზების შეყვანისასაც კი.
მაიმუნებში, რომლებსაც ეძლეოდათ იზოლირებული აქტიური ნივთიერება მალვიდინ ქლორიდი 50 მგ/კგ დოზებით 60 დღის განმავლობაში, აღენიშნათ ამ ნივთიერების ანტისპერმატოგენური მოქმედება.
გამოყენების ჩვენება
მრავალძარღვას სიროფი ჰერბიონი – მცენარეული წარმოშობის სამკურნალო პრეპარატი, რეკომენდირებულია შემდეგ შემთხვევებში:
– მშრალი ხველება, რომელიც თან ახლავს ზედა სასუნთქი გზების ანთებით დაავადებებს;
– მშრალი ხველა მწეველებში;
– გაციების დაავადებები და გრიპი, ხველის თანხლებით
გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატი მიიღება შიგნით, თბილი წყლის ან ჩაის საკმარისი რაოდენობის მიყოლებით.
2-7 წლის ასაკის ბავშვები – 1 საზომი კოვზი სიროფი (5 მლ) 3-ჯერ დღეში.
7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები – 1-2 საზომი კოვზი სიროფი (5-10 მლ) 3-ჯერ დღეში.
მოზრდილებმა და 14 წელზე ზევით ასაკის ბავშვებმა უნდა მიიღონ 2 საზომი კოვზი სიროფი (10 მლ) 3-5 ჯერ დღეში.
გვერდითი მოქმედება
სიროფის მიღებისას შესაძლო გვერდითი მოქმედებები დაყოფილია ჯგუფებით მათი განვითარების სიხშირის მიხედვით:
– ძალიან ხშირი (>1/10);
– ხშირი (>1/100 და <1/10)
– არახშირი (>1/1000 და <1/100);
– იშვიათი (>1/10000 და <1/1000);
– ძალიან იშვიათი (<1/10000, ერთეული შეტყობინებების ჩათვლით).
თითოეულ ჯგუფში არასასურველი ეფექტები ჩამოთვლილია მათი სერიუზულობის შემცირების მიხედვით.
არასასურველი ეფექტები ორგანოების და სისტემების მიხედვით:
იმუნური სისტემის მხრივ:
იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
არასასურველი მძიმე რეაქციების განვითარებისას საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მონაცემები პრეპარატის გავლენის შესახებ სხვა სამკურნალო საშუალებების ეფექტებზე არ არსებობს. არ არსებობს ცნობები საკვების გავლენის შესახებ პრეპარატის მოქმედებაზე.
განსაკუთრებული მითითებები პრეპარატის გამოყენების თაობაზე
მრავალძარღვას სიროფი ჰერბიონი შეიცავს საქაროზას და ამიტომ არ არის რეკომენდირებული შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისათვის.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ, არ არის რეკომენდირებული მისი მიღება ორსული და მეძუძური დედებისათვის.
გავლენა ტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მრავალძარღვას სიროფის სხვა ინგრედიენტების შესახებ
მრავალძარღვას სიროფი ჰერბიონი შეიცავს საქაროზას. პაციენტებისათვის ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, საქაროზა-იზომალტაზის დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას დარღვეული შეწოვით არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება.
მეთილ-პარაჰიდროქსიბენზოატს (E 218) შეუძლია ალერგიული რეაქცის გამოწვევა (შესაძლოა შენელებული ტიპის).
ჭარბი დოზირება
არ არსებობს შეტყობინებები პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ.
ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებული ტოქსიკური ეფექტები არ არის ცნობილი.
გამოშვების ფორმა
150 მგ სიროფი მუქი ფერის შუშის ფლაკონში (III ტიპის შუშა, ევროპული ფარმაკოპეა), დახუფული პლასტმასის საცობით და პლასტიკური თავსახურით პირველი გახსნის კონტროლით, პლასტიკური მადოზირებელი საზომი კოვზით მუყაოს ყუთში.
შენახვის პირობები
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
გამოშვების ფორმა: 150მლ სიროფი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომ კოვზთან ერთად
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: KRK d.d., Novo mesto, სლოვენია

გაფრთხილება