ჰისტალორი

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ლორატადინი/loratadine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები

რას წარმოადგენს ჰისტალორი და რისთვის გამოიყენება
ჰისტალორის სიროფი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ლორატადინს, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ ხანგრძლივი მოქმედების ანტიჰისტამინურ პრეპარატებს. გამოიყენება ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ. ის ამორჩევით ახდენს პერიფერიული H1-რეცეპტორების ბლოკირებას, რომლებიც უკავშირდებიან ჰისტამინს (ნივთიერებას, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში ალერგიების დროს). სიროფის თერაპიული მოქმედება იწყებს გამოვლინებას 1-3 საათს შორის და აღწევს მაქსიმუმს 8-12 საათს შორის, ამასთან მისი მოქმედება ნარჩუნდება 24 საათამდე. პრაქტიკულად არ ახდენს დამთრგუნველ (სედატიურ) მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
გამოიყენება სეზონური და წლიური რინიტის (ქავილი ცხვირში, ცემინება და წყლოვანი სეკრეტის გამოყოფა), ალერგიული კონიუქტივიტის (ქავილი, წვა და თვალების შეწითლება) და ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების (ქავილი, შეწითლება და კანის შეშუპება) სიმპტომების შესამსუბუქებლად.

ჰისტალორის გამოყენების წინ
ნუ გამოიყენებთ ჰისტალორს
• თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერნგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების ან ჰისტალორის სიროფის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებებისადმი.
• 2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.
ჰისტალორის გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ
• შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების დაავადება.
• ალერგიაზე მოსალოდნელი ტესტების ჩატარებამდე უნდა შეწყვიტოთ ჰისტალორით მკურნალობა ტესტირებამდე 4-7 დღით ადრე, ვინაიდან შესაძლებელია ცრუ-უარყოფითი შედეგის მიღება.
• ჰისტალორის სიროფით მკურნალობამდე შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება, ჰიპერმგრძნობელობა სხვა სამკურნალო პრეპარატების ან საკვების მიმართ ან თუ ღებულობთ სხვა სამკურნალო პრეპარატებს.

სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება
გთხოვთ მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, ურეცეპტოდ გაცემულსაც კი.
ლორატადინის ერთდროული გამოყენებისას ერითრომიცინთან, ციმეტიდინთან და კეტოკონაზოლთან ერთად არ აღინიშნება კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი მოქმედებები.
არ იზრდება სერიოზული გვერდითი მოქმედებების გაჩენის რისკი ლორატიდინის ერთდროულად გამოყენებისას პერორალურ კონტრაცეფციულ (ჩასახვის საწინააღმდეგო) საშუალებებთან ერთად.

ჰისტალორის გამოყენება საკვებ პროდუქტებთან და სასმელებთან ერთად 
არ აღინიშნება ალკოჰოლის დამთრგუნველი მოქმედების გაძლიერება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ჰისტალორ სიროფთან ერთდროულად გამოყენებისას.

ორსულობა და ძუძუთი კვება
მიმართეთ რჩევისათვის თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენების წინ.
ჰისტალორის სიროფის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ სერიოზული სამედიცინო ჩვენებების დროს, თავიდან უნდა ავიცილოთ მისი გამოყენება ძუძუთი კვების დროს, ვინაიდან ლორატიდინი გამოიყოფა დედის რძესთან.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა  
კლინიკური კვლევების დროს არ არის დადგენილი სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარის დარღღვევა. მიუხედავად ამისა, თუმცა იშვიათად, შესაძლებელია ძილიანობის აღნიშვნა, რომელსაც შეუძლია არასასურველი გავლენის მოხდენა თქვენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მანქანებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰისტალორის ზოგიერთ შემადგენელ ნაწილებზე
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 60 გ საქაროზას. როდესაც გამოიყენება დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიხედვით, თითოეული დოზა, რომელიც შეადგენს 10 მლ, აწვდის ორგანიზმს 5 გ-მდე საქაროზას. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. შეიძლება გამოიწვიოს თქვენი კბილების დაზიანება. თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეგატყობინათ იმის შესახებ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, შეატყობინეთ მას ჰისტალორის სიროფის გამოყენებამდე.
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ეთანოლის (ალკოჰოლის) მცირე რაოდენობას, 100 მგ-ზე ნაკლები ერთ დოზაში, რომელიც შეადგენს 10 მლ.
მეთილ- და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლებელია შენელებული).

როგორ გამოვიყენოთ ჰისტალორი
ყოველთვის მიიღეთ ჰისტალორის სიროფი, როგორც ეს აღწერილია ამ ჩანართ-ფურცელში. თუ თქვენ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, კითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ჩვეულებრივი დოზა შეადგენს:
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკის ზევით – 10 მლ ერთჯერ დღეში.
2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები 30 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით – 5 მლ ერთჯერ დღეში; 30 კგ-ზე ზევით – 10 მლ ერთჯერ დღეში.
პაციენტები თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით – 5 მლ ერთჯერ დღეში ან 10 მლ დღეგამოშვებით.

თუ თქვენ მიიღეთ დოზა, რომელიც აღემატება ჰისტალორის საჭირო დოზას
თუ თქვენ მიიღეთ დოზა, რომელიც აღემატება დანიშნულს, შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება. დახმარებისათვის დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ თქვენ გამოტოვეთ ჰისტალორის მიღება
ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. შეეცადეთ მიიღოთ პრეპარატი ერთსა და იმავე დროს ყოველ დღე.

თუ თქვენ შეწყვიტეთ  ჰისტალორის გამოყენება
თქვენ არ უნდა შეცვალოთ დოზები ან შეწყვიტოთ მკურნალობა, თუ წინასწარ არ ჩაიტარებთ კონსულტაციას ექიმთან, თუნდაც კარგად გრძნობდეთ თავს.
თუ გაქვთ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი კითხვები, გთხოვთ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოქმედებები
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ჰისტალორის სიროფს შეუძლია გვერდითი მოქმედებების გამოწვევა, მიუხედავას იმისა, რომ ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
ჰისტალორის სიროფით მკურნალობის დროს შესაძლებელია, თუმცა იშვიათად, შემდეგი გვერდითი მოქმედებების აღნიშვნა: თავის ტკივილი, ძილიანობა, დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, გულისრევა, მადის მომატება, კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ბავშვებში ჰისტალორის სიროფის გამოყენებამ ძალიან იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ნერვოზულობა, მსტვენავი სუნთქვა, დაღლილობა, ჰიპერკინეზია, ტკივილი მუცლის არეში, კონიუქტივიტი, დისფონია, ზოგადად შეუძლოდ ყოფნა.
თუ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება იღებს სერიოზულ ხასიათს ან თქვენ შენიშნავთ სხვა გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ჩანართ-ფურცელში, გთხოვთ, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ შევინახოთ ჰისტალორი
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე.
სიროფის გამოყენება შეიძლება ერთ თვემდე ფლაკონის გახსნის შემდეგ.
ნუ გამოიყენებთ ჰისტალორ სიროფს მუყაოს ყუთზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ შეიძლება სამკურნალო პრეპარატების გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ თქვენთვის გამოუსადეგარი სამკურნალო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ჰისტალორი
აქტიურ ნივთიერებას: 5 მგ ლორატადინს (ლორატადინე) 5 მლ სიროფში.
დამხმარე ნივთიერებებს: საქაროზას, პროპილენგლიკოლს, გლიცეროლს, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატს, პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატს, დინატრიუმის ედეტატს, ლიმონის მჟავას, მონოჰოდრატს, თხევად ესენციას “ლომონს” (შეიცავს ეთანოლს), გასუფთავებულ წყალს.

ჰისტალარის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
ჰისტალარი სიროფი წარმოადგენს გამჭვირვალე, ღია-ყვითელ სითხეს, ლიმონის სუნით. 120 მლ სიროფს ფლაკონში მუქი-ყავისფერი პოლიეთილენტერეფტალატისაგან პოლიეთილენის ხრახნიანი სახურავით; 1 ფლაკონი, პოლიპროპილენის საზომი ჭიკით და ჩანართი-ფურცელით მუყაოს ყუთში.

გამოშვების ფორმა: 5 მგ/5 მლ 120 მლ სიროფი პოლიმერული მასალის ფლაკონში საზომ ჭიქასთან ერთად

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: სოფარმა, ბულგარეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook