ჰოგარ ნაითი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დოქსილამინი/doxylamine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საძილე ანტიჰისტამინური საშუალებები

აქტიური ნივთიერება
25მგ დოქსილამინ სუქცინატი

ფარმაკოლოგიური მოქმედება
ალერგიის საწინააღმდეგო, საძილე, სედატიური მოქმედების საშუალება. აბლოკირებს H1  რეცეპტორებს, ახდენს  Mქოლინოლიტიკურ მოქმედებას. ამცირებს ჩაძინების დროს, ზრდის ძილის ხარისხსა და ხანგჰრძლივობას, არ ცვლის ძილის ფაზებს.კარგად შეიწოვება კუჭ ნაწლავის ტრაქტიდან, გადალახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს და კარგად ნაწილდება ქსოვილებში. მეტაბოლიზირდება ღვიძლში. გამოიყოფა თირკმელების საშუალებით (60% შეუცვლელი სახით და ნაწილობრივ ფეკალიებთან ერთად)

გამოყენება
ძილის დარღვევა, ალერგიული რეაქციები, გაციება ხველა (კომპლექსურ თერაპიაში)

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა, გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის  ჰიპერპლაზია, ორსულობა, ლაქტაცია, ასაკი 6 წლამდე – როგორც ანტიჰისტამინური, 15 წლამდე – როგორც  სედატიური საძილე სასუალება

ორსულობა ლაქტაცია
არ არის რეკომენდებული გამოყენებულ იქნას ორსულობის დროს, ლაქტაციის პერიოდში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება

გვერდითი მოვლენები
ძილიანობა დღის საათებში, პირის სიმშრალე, ყაბზობა

მიღების წესი დოზირება
პრეპარატი მიიღება შიგნით პერორალურად. 1 ჭიქა წყლის დაყოლებით.  ½ – 1  საათით  ადრე დაწოლამდე. 1 ტაბლეტი, 25 მგ დოქსილამინ სუქცინატი. ძლიერი დარღვევების შემთხვევაში  დღიური დოზა შესაძლოა გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე – 50 მგ დოქსილამინ სუქცინატი.

გამოშვების ფორმა: 25მგ ტაბლეტი №20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: STADA Arzneimittel AG, გერმანია

გაფრთხილება