ვიტამარინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

არ წარმოადგენს წამალს. არის ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი, კაფსულები.
ვიტამარინი – ბიოინფორმაციული პროდუქტია, შეიცავს ზღვის თევზის, Engraulis japonicus, უნიკალურ ქონს. ვიტამარინში აქტიური ნივთიერებების ბალანსირებული თანაფარდობა განაპირობებს მის სასარგებლო გავლენას გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებისას და მაღალი არტერიული წნევის დროს.  აძლიერებს იმუნურ სისტემას, უზრუნველყოფს თვალის ბადურის სწორ ფუნქციონირებას, კანის საფარველის რეგენერაციას, ჩონჩხისა და კბილების, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს. მისი მიღება განსაკუთრებით სასურველია სისხლში ცხიმის მაღალი შემცველობისას, თრომბის წარმოქმნის საშიშროებისას ან დამბლისას.. პრეპარატის მიღება სასურველია სახსრების დაავადებისას, ძვლების დეკალციფიკაციისას, ეგზემისა და რეინოს დაავადების დროს. ეფექტურია ასევე სხეულის წონის დეფიციტისას, ასთმისა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს.

თევზის ქონი – წყაროა მთლი რიგი უჯერი ცხიმოვანი მჟავების და A და D ვიტამინების, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებში, მონაწილეობენ ცხიმების ცვლის რეგულაციაში, არტერიული წნევის რეგულაციაში და სისხლის შემდედებელ პროცესებში, გავლენას ახდენს ორგანიზმის დამცველ სისტემაზე.

ვიტამინი D მონაწილეობს ნაწლავიდან კალციუმის და ფოსფატების შეწოვაში, ის აუცილებელია ნერვული და კუნთოვანი სისტემის მუშაობისათვის.

A ვიტამინი ორგანიზმს იმუნიტეტს უნარჩუნებს, თანამონაწილეა ძვლებისა და თმების ზრდაში, კანის და ღრძილების რეგენერაციაში, დადებით გავლენას ახდენს მხედველობაზე.
განასაკუთებით იუვენილურ ასაკში იზრდება ორგანიზმის მოთხოვნილება A და D ვიტამინზე.
ბიოინფორმაცია, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში მსუბუქი ენერგიის წყალობით, რომელიც შესაბამისობაშია თავის ტვინის ქერქქვეშა ცენტრების სიხშირესთან, მართავს ვეგეტატურ ნევული სისტემას და შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებას, აბალანსირებს ორგანიზმის ინფორმაციულ ველს და ახდენს შინაგანი ორგანოების ფუნქციონირების ნორმალიზებას. მათი მოქმედებით ხდება ავადმყოფობის გამომწვევი ნეგატიური ბიოინფორმაციის  შესუსტება და აღინიშნება ორგანიზმის რევერსიული რეგენერაციის სტიმულირება.

გამოშვების ფორმა:
90 ჟელატინის კაფსულა 1400მგ პლასტმასის ქილაში.

შემადგენლობა:
თევზის ქონი 71,07 %
კაფსულის შემადგენლობა (გარსი): ჟელატინი 18,68%, გლიცერინი 7,47%, გაწმენდილი წყალი 2,42 %.

მიღების წესი:
1–3 კაფსულა 3–ჯერ დღეში.
არ არის რეკომენდირებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის!

შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
გამოყენება შეუძლით დიაბეტით დაავადებულებსაც.

გაფრთხილება