ვიტრუმი პრენატალ ფორტე

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug
ტაბლეტები

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პოლივიტამინები, მინერალები

ათქ კოდი: A11AA04

შემადგენლობა: ერთი აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ მოქმედ ნივთიერებებს: : ბეტაკაროტინი 1500 მკგ 1) რეტინოლის აცეტატი (ვიტამინიA) 860 მკგ 2) კოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) 10 მკგ3) ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E) 30 მკგ4) ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) 120 მგ თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1) 3 მგ რიბოფლავინი (ვიტამინი B2) 3.4 მგ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 10 მგ ნიკოტინამიდი 20 მგ ციანოკoბალამინი (ვიტამინი B12) 12 მკგ ფოლის მჟავა 800 მკგ ბიოტინი 30 მკგ კალციუმის პანთოტენატი პანტოტენალის მჟავაზე გადაანგარიშებით 10 მგ კალციუმის კარბონატი კალციუმზე გადაანგარიშებით 200 მგ მაგნიუმის ოქსიდი მაგნიუმზე გადაანგარიშებით 25 მგ რკინის ფუმარატი რკინაზე გადაანგარიშებით 60 მგ სპილენძის ოქსიდი სპილენძზე გადაანგარიშებით 2 მგ თუთიის ოქსიდი თუთიაზე გადაანგარიშებით 25 მგ მანგანუმის სულფატი მანგანუმზე გადაანგარიშებით 5 მგ ქრომის ქლორიდი ქრომზე გადაანგარიშებით 25 მკგ ნატრიუმის მოლიბდატი მოლიბდენზე გადაანგარიშებით 25 მკგ ნატრიუმის სელენატი სელენზე გადაანგარიშებით 20 მკგ კალიუმის იოდიდი იოდზე გადაანგარიშებით 150 მკგ 2 1.) ეკვივალენტურია 2500 ME ბეტაკაროტინის 2.) ეკვივალენტურია 2500 ME A -ვიტამინის 3.) ეკვივალენტურია 400 ME D3 – ვიტამინის 4.) ეკვივალენტურია 400 ME E- ვიტამინის დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა -195,66მგ, სტეარინის მჟავა -45,00მგ, ნატრიუმის კროსკარმელოზა -28,00, მაგნიუმის სტეარატი -15,00მგ, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური -7,004მგ. ტაბლეტების გარსის შემადგენლობა: – ჰიპრომელოზა 19,500მგ, ტიტანის დიოქსიდი – 9,860მგ, ტრიაციტინი -0,600მგ, ბრილიანტის საღებავი შავი (E151)-0,036მ გ, საღებავი წითელი, ბრწყინვალე (E129)-0,004მგ. აღწერილობა: ღია ნაცრისფერიდან მუქ ნაცრისფერამდე ფერის, გარსით დაფარული კაპსულის ფორმის მსგავსი ტაბლეტები, გრავირებული წარწერით “PRENATAL” ერთი მხრიდან და წარწერით “FORTE” -მეორე მხრიდან, აქვს დამახასიათებელი სპეციფიური სუნით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი უზრუნველყოფს ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების დეფიციტის აღდგენას ქალის ორგანიზმში დაგეგმილი ორსულობის წინა პერიოდში, ორსულობის პერიოდში და ძუძუთი გამოკვების პერიოდში.

ჩვენებები:
ჰიპოვიტამინოზების და მინერალური ნივთიერებების დანაკლისის პროფილაქტიკა ორსულობის წინა პერიოდში, ორსულობის  და ძუძუთი კვების პერიოდში; – ორსულ ქალებში რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემიის, დედის ორგანიზმში კალციუმის დეფიციტის პროფილაქტიკა.

უკუჩვენებები
3 ინდივიდუალური ჰიპერმგძნიბელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. პრეპარატი არ არის რეკომენდირებული A და D ჰიპერვიტამინოზის არსებობის შემთხვევაში, რკინის ჭარბი დაგროვებისას ორგანიზმში, სისხლში ჭარბი კალციუმის შემთხვევაში, შარდთან ერთად ჭარბი ოდენობის კალციუმის გამოყოფისას, აგრეთვე, უროლითიაზით დაავადებული პაციენტებისათვის.
პრეპარატის მიღების წესი და დოზირება. პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ კონსულტაციისათვის ექიმს. რეკომენდირებულია ქალებისათვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ან ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემდგომ პერიოდში. პრეპარატის დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს დღეში ერთჯერ, საკვების მიღების შემდეგ, მიიღება პერორალური გზით წყალთან ერთად.
პრეპარატით მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის რეკომენდაციით. გვერდითი ეფექტები. შესაძლებელია ალერგიული რეაქცია პრეპარატის კომპონენტებზე. შესაძლებელია გამოვლინდეს შარდის შეფერილობაში ცვლილებები – ინტენსიურ ყვითელ ფერამდე, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა და განპირობებულია პრეპარატში რიბოფლავინის შემცველობით და არ წარმოადგენს არავითარ საშიშროებას ჯანმრთელობისთვის.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების სიმპტომებს წარმოადგენს შემდეგი: გულისრევა, სისუსტე, მხედველობის მხრივ დარღვევები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები. შემთხვევით გადაჭარბებული დოზის მიღებისას მიმართეთ ექიმს. მკურნალობა: რეკომენდირებულია აქტივირებული ნახშირის მიღება, კუჭ-ნაწლავის გამორეცხვის ჩატარება, სიმპტომური მკურნალობა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთობა
პრეპარატი შეიცავს რკინას და კალციუმს, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ზღუდავდეს ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებისა და, აგრეთვე, ანტიმიკრობული მოქმედების საშუალებების – ფტორქინოლონების წარმოებულების შეწოვების პროცესს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ვიტამინი C აძლიერებს 4 სულფანილამიდების ჯგუფის (მათ შორის, შარდში კრისტალების გამოვლინება) ანტიმიკრობული საშუალებების მოქმედებას და მათი მხრივ გამოწვეული გვერდითი მოვლენებების ხასიათს. ანტაციდის პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ალუმინიუმს, მაგნიუმს, კალციუმს, და აგრეთვე, კოლესტირამინს ზღუდავენ რკინის შეწოვის პროცესს. ტიაზიდის ჯგუფის შარმდენი საშუალებების ერდროული დანიშვნა პრეპარატთან, ზრდის ჰიპერკალციემიის განვითარების ალბათობას.

განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება დაუშვებელია. გადაჭარბებული დოზირების თავიდან აცილების მიზნით, დაუშვებულია პრეპარატის “ვიტრუმ პრანატალ ფორტეს” ერთდროული მიღება პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ თავის შემადგენლობაში A და D ვიტამინებს.
მონაცემები პრეპარატის შესაძლო ზეგავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალებისა და რთული მექანიზმების მართვის უნარზე.მონაცემები არ მოიპოვება.

გამოშვების ფორმა
გარსით დაფარული ტაბლეტები. 30 ან 100 ტაბლეტი პოლიეთილენის ფლაკონში ხრახნიანი პოლიეთილენის სახუფით და ფოლგისგან დამზადებული დამცავი სარქველით. ფლაკონზე განთავსებულია ეტიკეტი, ფლაკონი მოთავსებულია პოლიეთილენის გარსში და, პრეპარატის გამოყენების წესთან ერთად, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება 10-30°С – მდე ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას.
ვარგისობის ვადა
5 წელი. პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის თარიღის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი №30; №100

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი კომპანია: UNIPHARM, INC, აშშ

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook