ვიტრუმი პრენატალი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინების კომპლექსები მიკროელემენტებით

შემადგენლობა
ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი) – 4000 სე1
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – 400 სე2
ვიტამინი E (ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი) – 11 სე3
ვიტამინი ჩ (ასკორბინის მჟავა) – 100 მგ
ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) – 1,5 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 1,7 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) – 2.6 მგ
ნიკოტინამიდი – 18 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) – 4 მკგ
ფოლის მჟავა – 800 მკგ
კალციუმი (კალციუმის კარბონატი, კალციუმის სულფატი) – 200 მგ
რკინა (რკინის ფუმარატი) – 60 მგ
თუთია (თუთიის ოქსიდი) – 25 მგ
1 1,376 მგ რეტინოლის აცეტატის ექვივალენტი
2 10 მკგ ქოლეკალციფეროლის ექვივალენტი
3 11 მგ ალფა-ტოკოფეროლის აცეტატის ექვივალენტი
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური.
გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, საღებავი მზის ჩასვლა ყვითელი (E110), საღებავი წითელი (E129).
აღწერილობა: ღია ვარდისფერიდან მუქ ვარდისფერში გარდამავალი კაფსულის მსგავსი შემოგარსული ტაბლეტები. დასაშვებია სპეციფიური სუნის არსებობა.

ფარმაკოლოგიური თვისებები
განისაღვრება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინებისა და მინერალების თვისებებით. პრეპარატი უზრუნველყოფს ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის შევსებას ქალის ორგანიზმში ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

ჩვენებები
– ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მინერალური ნივთიერებების უკმარისობის და ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკა.
– ორსულებში რკინადეფიციტური ანემიისა და კალციუმის დეფიციტის პროფილაქტიკა;

მიღების წესები და დოზები
გამოყენების წინ მიმართეთ ექიმს.
რეკომენდებულია ორსულობის და მშობიარობის შემდგომ პერიოდში შიგნით მისაღებად დღეში 1 ტაბლეტი საუზმის შემდეგ, წყალთან ერთად.
კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის რეკომენდაციით.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ ალერგიული რეაქციები. შესაძლებელია გამოიწვიოს შარდის ინტენსიურად ყვითელი შეფერილობა, პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის შემცველობის გამო.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტების მიმართ. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება A და D ჰიპერვიტამინოზის, ორგანიზმში რკინის ჭარბი დაგროვების, სისხლში კალციუმის მომატებული შემცველობის, შარდთან ერთად კალციუმის ჭარბად გამოყოფის და შარდკენჭოვანი დაავადებების დროს.
განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდებული დოზის გადაჭარბება დაუშვებელია.
დაუშვებელია ”ვიტრუმი პრენატალი”-ს გამოყენება A და D ვიტამინების შემცველ პრეპარატებთან ერთად. ეს ზრდის ამ ვიტამინების ჭარბი დოზით დაგროვების საშიშროებას.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების სიმპტომები: გულისრევა, სისუსტე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობა. შემთხვევით დოზის გადაჭარბებისას მიმართეთ ექიმს.
მკურნალობა: გააქტიურებული ნახშირი შიგნით მისაღებად, კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატი შეიცავს რკინას და კალციუმს და ამიტომ შეიძლება შეფერხდეს ნაწლავში ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების, ასევე ანტიმიკრობული საშუალებების – ფტორქინოლინების წარმოებულების შეწოვა. ვიტამინი C აძლიერებს სულფანილამიდების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების მოქმედებას და გვერდით ეფექტებს (მათ შორის, შარდში კრისტალების წარმოქმნა). ანტაციდური პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ალუმინს, მაგნიუმს, კალციუმს, ასევე ქოლესტირამინებს, ასუსტებენ რკინის შეწოვას. თიაზიდების ჯგუფის შარდმდენი საშუალებების ერთდროული დანიშვნისას, იზრდება ჰიპერკალციემიის განვითარების ალბათობა.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 10-30°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #100

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: UNIPHARM, INC, აშშ

გაფრთხილება