ვუკა ვუკა

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ერექციის დარღვევების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები

შემადგენლობა:  (ტაბლეტი 550 მგ)
ვუკა ვუკა არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი მამაკაცებისათვის რომელიც შეიცავს ტანინს და საპონინებს. მის შემადგენლობაში შედის აფრიკის სამხრეთ ნაწილის იშვიათი მცენარეები.
– securinega virosa- -ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას
– heteremorfa arborencens- ხელს უწყობს სქესობრივი აქტის გახანგრძლივებას
– Carissa edulis ფესვებს აქვთ ზოგად მატონიზირებელი მოქმედება და აძლიერებს სექსუალურ ლტოლვას
– Triumfetta welwitschi – Ozoroa retikulata – აძლიერებს სისხლის მიდინებას მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში
ბუნების სამკურნალო საიდუმლოებების, უზველესი მედიცინის და ტანამედროვე მეცნიერების ნაზავი ხდის ვუკა ვუკას შეუცვლელს თანამედროვე მამაკაცისათვის

თვისებები: ვუკა ვუკა არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი მამაკაცური პრობლემების კომპლექსური მოგვარებისათვის. ვუკა ვუკას მიღება შესაძლებელია როგორც უშუალოდ სქესობრივი აქტის წინ ასევე რეგულარული მკურნალობის სახით.

ჩვენება: ერექციული დისფუნქცია. გამოიყენება როგორც ბიოლოგიურად აქტიური დანამატი მამაკაცებისათვის, რომელიც  არის ფლავინოიდების წყარო, შეიცავს ტანინს და  საპონინებს

დოზირება და გამოყენების წესი: მიიღება  2 ტაბლეტი დღეში საკვებთან ერთად, გამოყენების ხანგრძლივობა 4 კვირა. მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია. ორგანიზმში  დღეღამური დოზის მიღებისას შედის ტანინი – 60 მგ, ფკავინოიდები -14მგ

უკუჩვენება: პრეპარატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა

ვარგისიანობის ვადა:. 3 წელი. არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ამოწურვის შემდგომ

შენახვის პირობები: ინახება მშრალ დღის შუქისგან დაცულ პირობებში. ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას

გამოშვების ფორმა: 550მგ ტაბლეტი #20; #60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი კომპანია: Zentiva (ზენტივა), თურქეთი

გაფრთხილება