აზიმაკი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აზიმაკის საერთაშორისო დასახელება: აზითრომიცინი /Azithromycin

აზიმაკის კლინიკოფარმაკოლოგიური ჯგუფი: მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი


აზიმაკი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური მოქმედება: აზიმაკი წარმოადგენს მაკროლიდების ჯგუფის აზალიდების ქვეჯგუფის ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკი. პრეპარატი მაღალი კონცენტრაციით ხვდება ანთებით კერაში  და მოქმედებს ბაქტერიციდულად. აზიმაკი აქტიურია გრამდადებითი (სტაფილოკოკი, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი, სტრეპტოკოკი) და გრამუარყოფითი (ენტეროკოკი, ნაწლავისა და ჰემოფილური ჩხირი) ბაქტერიების, მიკოპლაზმის, ლეგიონელას, ბაქტეროიდების, ქლამიდიას, ტოქსოპლაზმოზის გამომწვევის და სხვათა მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა: აზითრომიცინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მჟავე არეში მგრდობის უნარისა და ლიპოფილური თვისებების გამო. პრეპარატის 500 მგ-ის დოზით მიღების შემდეგ Cmax შეადგენს 0.4 მგ/ლ, ამასთან მისი კონცენტრაცია უჯრედებსა და ქსოვილებში 10-50-ჯერ მეტია, ვიდრე შრატში; ინფექციის კერაში კი ჯანმრთელ ქსოვილთან შედარებით კონცენტრაცია 24-34%-ით მეტია და კორელაციას განიცდის ანთების შედეგად განვითარებული შეშუპების ხარისხის შესაბამისად. აზითრომიცინის ბიოშეღწევადობა შეადგენს 37%-ს. ანთებით კერაში პრეპარატის ბაქტერიციდული კონცენტრაცია ნარჩუნდება ბოლო დოზის მიღებიდან 5-7 დღის განმავლობაში.

ჩვენება: აზიმაკი ინიშნება მისდამი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული  ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს. მაგალითად როგორიცაა:
სასუნთქი სისტემის ინფექციები (ბრონქიტი, ბაქტერიული და ატიპიური პნევმონია);
ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (ანგინა, სინუსიტი, ტონზილიტი, შუა ყურის ანთება);
ქუნთრუშა;
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადად ინფიცირებული დერმატოზები);
უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები (გაურთულებელი ურეთტირი და/ან ცერვიციტი);
ლაიმას დაავადება (ბორელიოზი);
Helicobacter pylori-თან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები.
დოზირებისა და მიღების რეჟიმი აზიმაკი მიიღება დღეში ერთხელ, აუცილებლად ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან ჭამიდან 2 სთ-ის შემდეგ.
მოზრდილებში სასუნთქი სისტემის ინფექციების კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს აზიმაკი ინიშნება ასე:
I დღეს – 500 მგ ერთხელ დღეში;
II – V- დღეს 250-250 მგ/დღეში; ან 500 მგ/დღეში სამი დღის განმავლობაში. (თერაპიული კურსი მოიცავს სულ 1.5 გ-ს).
უროგენიტალური ტრაქტის მწვავე ინფექციების დროს ინიშნება  ერთჯერადად 1 გ აზიმაკი.
ლაიმას დაავადების (ბორელიოზის) პირველი სტადიის (erythema migrans) სამკურნალოდ   ინიშნება:
I დღეს – 1 გ ერთჯერადად,
II-V დღეს – ყოველდღიურად 500 მგ (თერაპიული კურსი მოიცავს 3 გ.-ს).
ბავშვებში დოზის კორელაცია ხდება მასის გათვალისწინებით. 10 კგ-ზე მეტი მასის მქონე ბავშვებში ინიშნება I დღეს 10 მგ/კგ; შემდეგი ოთხი დღე – 5 მგ/კგ დღიური დოზა, ან შესაძლებელია სამდღიანი კურსის ჩატარება დღიური დოზით 10 მგ/კგ. თერაპიული კურსი მოიცავს სულ 3 მგ/კგ სხეულის წონაზე.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად აღინიშნება გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი ეპაგასტრიუმში, მეტეროიზმი; ღვიძლის ფერმენტების ტრანზიტორული მატება; გამონაყარი.
უკუჩვენება: პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებაა თუ პაციენტს აქვს მაკროლიდების ჯგუფის პრეპარატებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები: აზიმაკი და ანტაციდური პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას  მიღებებს შორის 2 საათიანი ინტერვალი უნდა იქნას დაცული.
დიდი სიფრთხილეა საჭირო ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევების  დროს. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით.

ზედოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევაში ვლინდება ძლიერი გულისრევა, ღებინება, ფაღარათი და სმენის დროებითი დაკარგვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ აღინიშნება აზიმაკისა და თეოფილინის, პერორალური ანტიკოაგულანტების კარბამაზეპინის, ფენიტოინის, დიგოქსინის, ციკლოსპორინისა და ერგოტამინის ურთიერთგავლენა.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: აზიმაკი უნდა იქნას შენახული ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილს 10-250C ტემპერატურაზე. იგი ვარგისიანი 3 წელი.

ფორმა, შეფუთვა: მუყაოს შეფუთვაში დევს 6 კაფსულა. 1 კაფსულა შეიცავს 250 მგ აქტიურ ნივთიერებას.
ან მუყოს შეფუთვაში დევს 3 კაფსულა. 1 კაფსულა შეიცავს 500 მგ აქტიურ ნივთიერებას.

მწარმოებელი: შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)

გაფრთხილება