თიოფლექსი 0,25% მალამო – TIOFLEX 0,25% oinment

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: თიოკოლხიკოზიდი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
0,25% გარეგანი გამოყენების მალამო, ერთგვაროვანი, ღია ყვითლი ფერის დამახასითბელი სუნით.
30გრ, მალამო შეიცავს:
აქტიური ნივთიერება – თიოკოლხიკოზიდი 0,0750გ
დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბატი 80, ცეტილ პალმიტატი, ნატრიუმის ლაურიტ სულფატი, ცეტილ–სტერილური სპირტი, ლანოლინი, სტეარინული მჟავა, ნატრიუმის ალგინატი, დიმეტიკონი, თხევადი პარაფინი, მეთილპარაბენი, ეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ლავანდის ესენცია, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება, ფარმაკოკინეტიკა:
თიოფლექსი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს თიოკოლხიკოზიდს, ნახევრადსინთეზური ნივთიერება ნატურალური გლიკოზიდის კოლხიკოზიდის და გოგირდის. ადგილობრივი გამოყენებისას თითქმის არ შეიწოვება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში, აქტიური ნითიერების 70% ლოკალიზდება პრეპარატის დატანის ადგილზე.
ფარმაკოდინამიკა:
ფარმაკოლოგიურად თიოფლექსი ახდენს მიორელაქსაციურ მოქმედებას (კუნთოვანი რელაქსანტი). ზომიერად ხსნის ან ამცირებს კუნთოვან სპაზმს, განპირობებულს ცნს–ის მხრიდან მოქმედებით. სპასტიური კუნთოვანი ჰიპერტონიისას ქვეითდება კუნთების პასიური წინააღმდეგობა ან მცირდება მტკივნეული უნებლიე კუნთოვანი სპაზმი.
არ ახასიათებს ნერვ–კუნთოვანი მაბლოკირებელი მოქმედება. მოქმედების მექანიზმით მიეკუთვნება ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტს, არ იწვევს დამბლას და ნერვ–კუნთოვანი შეერთების (სინაფსი) მოქმედების პოტენციალის ამპლიტუდის დაქვეითებას. დამტკიცებულია თიოკოლხიკოზიდის სელექტიურად ცენტრალური მიორელაქსაციური ეფექტი GABA აგონისტისა და გლიცინერგული რეცეპტორების მიმართ. თიოკოლხიკოზიდის გლიცინომიმეტური თვისებები განაპირობებს პრეპარატის მოქმედებას ნერვული სისტემის სხვადასხვა დონეზე.
თიოფლექსი ახდენს მიორელაქსაციურ, ანთების საწინააღმდეგო და გამაუტკივარებელ მოქმედებას ჩონჩხის კუნთების რევმატოიდული ტკივილისას და სხვადასხვა გენეზის კუნთების მტკივნეული რეფლექსური სპაზმის სინდრომისას. არ თრგუნავს ტონურ იმპულსაციას რომელიც განსაზღვრავს კუნთოვან ძალას და რაც აუცილებელია გადაადგილების, ტანადობისა და პოზის შენარჩუნებისთვის.
მიღების ჩვენებები:
დეგენერაციული დაავადებები და ხერხემლის სტატიკური პათოლოგიები: დორსალგია (ტკივილი ზურგში) და ლუმბალგია.
კისრის კუნთების ვერტებროგენული სპაზმი (გარდამავალი კისერმრუდობა – torticollis) ნევროლოგიური დარღვევა, რომელიც მიმდინარეობს სპასტიურობით: ცერვიკობრახიალური ნევრალგია, იშიალგია ან საჯდომი ნერვის ნევრალგია;
სპორტული ტრავმები და სხვა ტრავმატული დარღვევები;
ოპერაციის შემდგომი ტკივილის სინდრომი;
ფიზიკური რეაბილიტაციის პერიოდი კუნთოვანი კონტრაქტურის საპროფილაქტიკოდ.
მიღების წესი და დოზები:
მიიღება გარეგანად 2–3–ჯერ დღეში. 1–2სმ სიგრძის მალამოს დატანა ხდება თხელ ფენად, და მსუბუქად შეიზილება.
გვერდითი მოქმედება:
თიოკოლხიკოზიდის მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან ხანგრძლივი გამოყენების გამო დერმატოლოგიური რეაქციები.
უკუჩვენებები:
* 15 წლამდე ბავშვთა ასაკი;
* თიოკოლხიკოზიდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* კუნთების ჰიპოტონია და სუსტად გამოხატული დამბლა/პარეზი;
* ანტიკოაგულანტებით თერაპია და სისხლჩაქცევების მიმართ განწყობა;
* ორსულობა.
სხვა წამლებთნ ურთიერთქმედება:
მონაცემები არ არის. თუმცა სიფრთხილეა საჭირო ერთნაირი თერაპიული მოქმედების პრეპარატების მიღებისას.
განსაკუთრებული მითითებები;
ადგილობრივი გარეგანი გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი მოხმარებისას  შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარება;
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატით მკურნალობისას უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
ავტოტრანსპორტის მართვა და პოტენციურად საშიში სამუშოების შესრულება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს პრეპარატით მკურნალობისას.
ჭარბი დოზირება:
მონაცემები არ არის.
შენახვის პირობები:
ინახება 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე;
ვადა: 2 წელი
მწარმოებელი: SANTA PHARMA, თურქეთი

გაფრთხილება