თუთიის (ცინკის) მალამო – ZINC OINTMENT

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): თუთიის ოქსიდი/ZINC OXIDE
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ადგილობრივი გამოყენების ანთების საწინააღმდეგო საშუალება
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივი გამოყენების საშუალება, ახდენს გამშრობ, ადსორბციულ, შემკვრელ და ანტისეპტიურ მოქმედებას. წარმოქმნის ალბუმინატებს და ცილების დენატურაციას იწვევს. დაზიანებულ ზდაპირზე დატანისას მცირდება ექსუდაცია, ანთება და ქსოვილის გაღიზიანება, წარმოიქმნება გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან დამცავი ბარიერი.
ჩვენებები:
„საფენის“ დერმატიტი, გამოყელვა, ნაოფლი, ზედაპირული ჭრილობები, დამწვრობა, დერმატიტი, კანის წყლულოვანი დაზიანება, ნაწოლები; ეგზემა გამწვავების სტადიაში, მარტივი ჰერპესი, სტრეპტოდერმია, ტროფიკული წყლულები.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა.
გვერდითი მოქმედება:
არ აღნიშნულა
მიღების წესი და დოზირება:
გარეგანი; მაზის, პასტის, მალამოს სახით.
დაზიანებული ადგილი უნდა ჩამოირეცხოს და გაშრეს. მაზი დააქვთ დაზიანებულ ადგილზე თხელ ფენად 4–6–ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – 1 თვე. დატანილი მაზის რაოდენობა განისაზღვერება დაზიანებული კერის ფართით.
დამწვრობისა და ჭრილობის მკურნალობისას – გამოიყენება მაზიანი ნახვევი.
ბავშვებში გამოიყენება საპროფილაქტიკოდ, როცა სხეული დიდი ხნის მანძილზე შეხებაშია სველ თეთრეულთან.
განსაკუთრებული მითითებები:
მაზი გამოიყენება მხოლოდ გარეგანად. არ დაუშვათ თვალში მოხვედრა.
სამკურნალო ფორმა: მალამო,  გარეგანი გამოყენების, პასტა გარეგანი გამოყენების.

გაფრთხილება