იბანდრონის მჟავა – IBANDRONIC ACID

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
იბანდონის მჟავა წარმოადგენს ბიფოსფონატების ჯგუფის ძვლის ქსოვილის რეზორბციის ინჰიბიტორს.
იგი შერჩევით მოქმედებს ძვლის ქსოვილზე, რაც განპირობებულია მისი მაღალი აფინურობით ძვლის მინერალური კომპონენტების მიმართ. პრეპარატი თრგუნავს ძვლის ქსოვილის გაძლიერებულ რეზორბციას. იგი ხასიათდება მაინჰიბირებელი მოქმედებით ჰიპერკალციემიით მიმდინარე სიმსივნურ ოსტეოლიზზე.
ჩვენებები
ჰიპერკალციემიით მიმდინარე სიმსივნური დაავადებები.
დოზირების რეჟიმი
პრეპარატის დოზა დამოკიდებულია ჰიპერკალციემიის სიმძიმის ხარისხზე და სიმსივნის ტიპზე. ვენაში ინფუზიის დროს პრეპარატის დოზა შეადგენს 2-4 მგ-ს მისი ერთჯერადი შეყვანისას.
არასაკმარისი თერაპიული ეფექტის შემთხვევაში პირველი შეყვანისას ან ჰიპერკალციემიის რეციდივის დროს შესაძლებელი ხდება პრეპარატის განმეორებითი შეყვანა.
პრეპარატის ერთჯერადი შეყვანისას 2-4 მგ დოზით რეციდივის განვითარებამდე პერიოდი შეადგენს 18-19 დღეს.
გვერდითი მოვლენები
ხშირად გრიპის მსგავსი სინდრომი (ცხელება, შემცივნება ძვლების და კუნთების ტკივილი), პლაზმაში ფოსფატების კონცენტრაციის შემცირებით მიმდინარე კალციუმის ექსკრეციის შემცირება თირკმელების საშუალებით; შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება, ჰიპოკალციემია; ცალკეულ შემთხვევებში – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ცვლილებები.
უკუჩვენებები
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. თირკმელების მძიმე უკმარისობა (შრატის კრეატინინი – 5 მგ/დლ, ან 442 მკმოლი/ლ-ში).
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება ნებადართული არ არის, ვინაიდან არ არსებობს ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები მისი ზემოქმედების შესახებ რეპროდუქციულ სისტემაზე.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება ნებადართული არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება სხვა ბიფოსფონატების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
♦  პრეპარატით მკურნალობის პროცესში საჭიროა თირკმელების ფუნქციის, სისხლის პლაზმაში კალციუმის, ფოსფორის და მაგნიუმის მაჩვენებლების პერიოდული კონტროლი.
♦  სისხლის მიმოქცევის უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში რეკომენდებულია ჭარბი ჰიდრატაციისაგან თავის შეკავება.
♦  ბიფოსფონატების გამოყენება ბრონქული ასთმით და აცეტილსალიცილის მჟავას მიმართ მომატებული მგრძნობელობით შეპყრობილ პაციენტებში იწვევს ბრონქოსპაზმს.
♦  კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო, ბავშვებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
♦  პრეპარატის შეყვანა არტერიაში დაუშვებელია.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება
ბიფოსფონატები სიფრთხილით ინიშნება ამინოგლიკოზიდებთან კომბინაციაში, რადგან აღნიშნული ჯგუფის პრეპარატები ამცირებენ კალციუმის რაოდენობას სისხლის პლაზმაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში, აგრეთვე არსებობს ჰიპომაგნიემიის განვითარების რისკი.

გაფრთხილება