იდრინოლი / Idrinol

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მელდონიუმი/meldonium

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეტაბოლური საშუალება.
ათქ კოდი: С01ЕВ
შემადგენლობა 1 მლზე:
აქტიური ნივთიერება:  მელდონიუმის დიჰიდრატი ადსორბირებული სინოტივის გარეშე – 100 მგ (გადაანგარიშებით მელდონიმი უწყლოზე – 80,21 მგ);
დამხმარე ნივთიერებები: წყალი ინიექციისათვის – 1 მლ-მდე.
აღწერა: გამჭვირვალე უფერული სითხე

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
მელდონიუმი – გამა-ბუტირობეტაინის სტრუქტურული ანალოგია – ნივთიერების, რომელიც არსებობს ადამიანის ორგანიზმის ყველა უჯრედში. მელდონიუმი ახშობს გამა-ბუტირობეტაინჰიდროქსიგენაზას, აქვეითებს კარნიტინის სინთეზსა და გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს უჯრედების გარსების გავლით, ხელს უშლის უჯრედებში უჟანგავი ცხიმოვანი მჟავების აქტივირებული ფორმების დაგროვებას – წარმოებულები აცილკარნიტინისა და აცილკოენზიმА. იშემიის პირობებში აღადგენს ჟანგბადის მიწოდებისა და მისი მოხმარების პროცესების წონასწორობას უჯრედებში, აფერხებს ადენოზინტრიფოსფორმჟავას (ატფ) ტრანსპორტის დარღვევას. ამასთან, ერთდროულად ააქტიურებს გლიკოლიზს, რომელიც მიმდინარეობს ჟანგბადის დამატებითი მოხმარების გარეშე. კარნიტინის კონცენტრაციის დაქვეითების შედეგად გაძლიერებულად სინთეზირდება გამა-ბუტირობეტაინი, რომელიც ფლობს ვაზოდილატირებად თვისებებს.
მოქმედების მექანიზმი განსაზღვრავს მათი ფარმაკოლოგიური ეფექტების მრავალფეროვნებას: შრომისუნარიანობის გაზრდა, გონივრული და ფიზიკური გადაღლა, ქსოვილური და ჰუმორალური იმუნიტეტის აქტივაცია, კარდიოპროტექტული მოქმედება. მიოკარდიუმის  იშემიური მწვავე დაზიანების შემთხვევაში ანელებს ნეკროზის ზონის წარმოშობას, ამცირებს  სარეაბილიტაციო პერიოდს. გულის უკმარისობისას აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვადობას, ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ, აქვეითებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს. მწვავე  და ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული იშემიური დარღვევებისას აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას იშემიის კერაში. ეფექტურია თვალის ფსკერის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების შემთხვევაში. პრეპარატი უზრუნველყოფს ნერვული სისტემის ფუნქციონალურ დარღვევების კუპირებას, ავადმყოფებში ქრონიკული ალკოჰოლიზმით აბსტინენციის პერიოდში.

ფარმაკოკინეტიკა:
მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა შეყვანისთანავე.  მეტაბოლიზირდება ორგანიზმში ორი ძირითადი მეტაბოლიტის წარმოშობით, რომლებიც გამოიყოფა თირკმელების მიერ. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-6 საათს.

ჩვენებები გამოყენებაზე:
– გულის იშემიური დაავადების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი); გულის ქრონიკული უკმარისობა, დისჰორმონალური კარდიომიოპათია;
– თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის  მწვავე დარღვევის კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში (იშემიური ინსულტი, ცერებროვასკულარული უკმარისობა);
– დაქვეითებული შრომისუნარიანობა;
– ფიზიკური გადაღლა (მათ შორის სპორტსმენებში);
– აბსისტენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმისას (კომბინაციაში სპეციფიკურ თერაპიასთან);
– ჰემოფთალმი და სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლჩაქცევები თვალის ბადურაში, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი განშტოებების თრომბოზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის რეტინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონული).

უკუჩვენება:
– მომატებული მგრძნობელობა მელდონიუმის მიმართ;
– შიდა ქალის წნევის მომატება (ვენური გადინება);
– 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).

სიფრთხილით: ღვიძლის და თირკმელების დაავადებები.

გამოყენების წესი და დოზები:
იდრინოლის ® აღმგზნები ეფექტის განვითარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, გამოყენება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში.
გულსისხლძარღვთა დაავადებები
კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში – ინტრავენურად 500 მგ-1,0 გ (5-10 მლ პრეპარატ იდრინოლი®), გამოიყენება ერთდროულად  მთელი დოზა ან იყოფა 2 შეყვანად. მკურნალობის კურსი – 10-14 დღე.
განმეორებითი კურსი (ჩვეულებრივ 2-3-ჯერ წელიწადში) – ექიმის რეკომენდაციით.
ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები
ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევისას შეიყვანება ინტრავენურად 500 მგ (5 მლ პრეპარატი იდრინოლი®) ერთხელ დღე-ღამეში 10 დღის განმავლობაში.
დაქვეითებული შრომისუნარიანობა, ფიზიკური გადაღლა (მათ შორის სპორტსმენებში)
გონებრივი და ფიზიკური დატვირთვისას (მათ შორის სპორტსმენებში) ინიშნება ინტრავენურად 500 მგ (5 მლ პრეპარატი იდრინოლი®) ერთხელ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი – 10-14 დღე.
აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (სპეციფიურ თერაპიასთან კომბინაციაში)
აბსტინენციის სინდრომისას გამოიყენება ინტრავენურად 500 მგ (5 მლ იდრინოლი®) 2-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი 10-14 დღე.
ოფთალმოპათოლოგია (ჰემოფტალმი და სისხლჩაქცევები სხვადასხვა ეტიმოლოგიის თვალის ბადურაში, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი განშტოებების თრომბოზი, სხვადასხვა ეტიმოლოგიის რეტინოპათიები) (დიაბეტური, ჰიპერტონური).
პრეპარატი შეყავთ პარაბულბარულად 50 მგ (0,5 მლ პრეპარატი იდრინოლი®) 10 დღის განმავლობაში, მათ შორის კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში.

გვერდითი მოვლენები:
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება ან დაწევა.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად – ფსიქომოტორული აღგზნება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად – დისპეპსიური დარღვევები.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – კანის ქავილი, გამონაყარი, კანის საფარის ჰიპერემია, ან ანგიონევროზული შეშუპება; ძალიან იშვიათად – ეოზინოფილია.
სხვა: ძალიან იშვიათად – ზოგადი სისუსტე.

დოზის გადაჭარბება:
სიმპტომები: არტერიული წნევის ვარდნა, რომელსაც თან ახლავს თავის ტკივილი, ტაქიკარდია, თავბრუსხვევა და ზოგადი სისუსტე.
მკურნალობა: სიმპტომატური.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
შეიძლება შეთავსება ანტიანჰინალურ საშუალებებთან, ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტულ, ანტიარითმიულ საშუალებებთან, დიურეტიკებთან, ბრინქოლიტიკებთან.
აძლიერებს  გლიკოზიდების მოქმედებას.
ზომიერი ტაქიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების გამო, საჭიროა სიფრთხილის დაცვა კომბინაციისას ნიტროგლიცერინთან, ნიფედიპინთან, ალფა-ადრენობლოკატორებთან, ჰიპოტენზურ საშუალებებთან და პერიფერიულ ვაზოდილატატორებთან.

გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში:
პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობისას დადასტურებული არ არის. ნაყოფზე შესაძლო მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს ორსულობის პერიოდში.
უცნობია, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძესთან ერთად. პრეპარატ იდრინოლის® გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

მონაცემები პრეპარატ იდრინოლის® მავნე გავლენის შესახებ ფსიქომოტორულ რეაქციებზე არ არსებობს.

გამოშვების ფორმა:
ხსნარი ინტრავენური და პარაბულბარული შეყვანისთვის 100 მგ/მლ.
5 მლ უფერული მინის ამპულებში.
5 ამპულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.
2 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა  გამოყენების ინსტრუქციით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 100 მგ/ მლ 5 მლ ი.ვ. და პარაბულბარულად შესაყვანი საინექციო ხსნარი ამპულა №10
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: Sotex, რუსეთი

გაფრთხილება