იზო-მაკი რეტარდი – ISO-MACK RETARD

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): იზოსორბიდის დინიტრატი/ ISOSORBIDE DINITRATE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პერიფერიული ვაზოდილატატორი, ანტიანგინალური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 20ც.
1 კაფს.
იზოსორბიდის დინიტრატი…….. 20 მგ
1 კაფს.
იზოსორბიდის დინიტრატი…….. 40 მგ
სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზა, საქაროზა, სიმინდის სახამებელი, ტალკი, შელაკი, ეთილცელულოზა, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ერითროზინი (E127), ინდიგოტინი(E132), იზომაკ რეტარდი 40 მგ დამატებით შეიცავს რკინის ოქსიდს (E172).
ფარმაკოლოგიური თვისებები:
იგი მიეკუთვნება ორგანულ ნიტრატებს. წარმოადგენს პერიფერულ ვაზოდილატორს უპირატესი მოქმედებით ვენურ სისხლძარღვებზე.
ამცირებს მიოკარდის მოთხოვნილებას ჟანგბადზე, გულზე  პრედატვირთვას (პერიფერიული ვენების გაფართოვება) და პოსტდატვირთვას (რეზისტიული სისხლძარღვების დილატაცია) სისხლძარღვთა საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას და წნევას სისხლმიმოქცევის მცირე წრეში, აუმჯობესებს კორონარულ სისხლმიმოქცევას და ხასიათდება პროლონგირებული ანტიანგინალური ეფექტით.
ჩვენებები:
სტენოკარდიის პროფილაქტიკა და ხანგრძლივი თერაპია;
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა გლიკოზიდებთან, დიურეზულ საშუალებებთან, აგფ ინჰიბიტორებთან, ვაზოდილატატორებთან კომბინაციაში.
ფილტვისმიერი ჰიპერტენზია.
დოზირების რეჟიმი:
1 კაფსულა 20 მგ-იანი 2-3-ჯერ დღეში.
40 მგ-იანი 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში.
სასურველია მიღებებს შორის 6 საათიანი ინტერვალის დაცვა.
ინიშნება მცირე რაოდენობით წყალთან ერთად. მკურნალობა იწყება დაბალი დოზით მისი შემდგომში გაზრდით.
გვერდითი მოვლენები:
კუჭნაწლავის მხრივ: იშვიათად გულისრევა, ღებინება.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ჰიპოტენზია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, სისუსტე, თავბრუსხვევა, იშვიათად ვითარდება კოლაპტოიდური მდგომარეობა ბრადიარითმიით, გულის წასვლით, სტენოკარდიის სიმპტომების გაძლიერებით (პარადოქსული “ნიტრატული” ეფექტი), რაც გამოწვეულია არტერიული წნევის დაქვეითებით.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, რომელიც მცირდება რამდენიმე დღეში.
კანის მხრივ: ჰიპერემია, ალერგიული რეაქციები; იშვიათად ექსფოლიატური დერმატიტი.
სხვა: შესაძლოა შეჩვევის (ტოლერანტობის) განვითარება, რისი თავიდან აცილება შესაძლებელია დოზებს შორის ინტერვალის გაზრდით.
შენიშვნა:    იზომაკ რეტარდმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოქსემია, ფილტვის ნაკლებად ვენტილირებულ უბნებში სისხლის გადანაწილების გამო, რაც გულის იშემიური დაავადების დროს ხელს უწყობს მისი სისხლით მომარაგების შემცირებას (იშემია).
გვერდითი მოვლენების შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს.
უკუჩვენებები:
*ნიტრონაერთების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
*სისხლმიმოქცევის მწვავე მოშლა (შოკი, კოლაფსი);
*მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი არტერიული ჰიპოტენზიით;
*კარდიოგენული შოკი;
*ვიაგრასთან კომბინირება მკვეთრი ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო.
*ჰიპოტენზია (არტერიული წნევა 90 მმ ვერცხლისწყლის სვეტზე ნაკლები);
*ჰემორაგიული ინსულტი, თავის ქალას ტრავმა, დახურულკუთხოვანი გლაუკომა.
განსაკუთრებული მითითებები:
სიფრთხილით გამოიყენება:
*ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათიის, კონსტრუქციული პერიკარდიტის, პერიკარდის ტამპონადის დროს;
*აგრეთვე ავსების წნევის დაქვეითებისას (მწვავე ინფარქტი, მარცხენა პარკუჭის უკმარისობა);
*აორტის და მიტრალური სარქველების სტენოზის დროს;
*სისხლმიმოქცევის რეგულაციის ორთოსტატული დარღვევისას, რომელიც გამოწვეულია დაბალი არტერიული წნევით (განსაკუთრებით ხანდაზმულებში);
*ქალასშიდა წნევის მომატებით მიმდინარე დაავადებების დროს.
*იზო მაკ რეტარდი არ გამოიყენება მწვავე ინფარქტის და მწვავე სტენოკარდიის შემთხვევაში.
*ორსულებში და მეძუძურ დედებში პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება. პრეპარატის ემბრიოტოქსიკურობა და მუტაგენობა არ არის დადგენილი ექსპერიმენტულად.
*კონცენტრაციული უნარისა და რეაქციის სიჩქარის შემცირების გამო არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის დროს,  ისევე როგორც ალკოჰოლის მიღების ფონზე.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა ექიმის ინფორმირება. მოწამვლა ვლინდება ჰიპოტენზიით, ტაქიკარდიით, სისუსტით, თავბრუსხვევით, ძილიანობით, თავის ტკივილით, გულისრევით, ღებინებით, ფაღარათით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ვაზოდილატატორები, ჰიპოტენზიური საშუალებები, b ადრენობლოკატორები, კალციუმის ანტაგონისტები, ნეიროლეფსიური საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ვიაგრა, ზრდიან ჰიპოტენზიის განვითარების რისკს, ისევე როგორც ალკოჰოლი.
– დიჰიდროერგოტამინთან მისი დანიშვნა ზრდის დიჰიდროერგოტამინის ჰიპოტენზიური მოქმედების ძალას და ამცირებს იზოსორბიდის ანტიანგინალურ თვისებებს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: HEINRICH MACK, გერმანია

გაფრთხილება