ინდოვაზინი – INDOVASIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ინდომეტაცინი, ტროქსერუტინი /
INDOMETHACIN; TROXERUTIN

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, ტკივილდამაყუჩებელი, ანგიოპროტექტული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გელი: ტუბში 45 გ
1 გ
ინდომეტაცინი…….   ……..30 მგ
ტროქსერუტინი……            20 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კარბომერი, მაკროგოლი, ნატრიუმის ბენზოატი, პროპილენგლიკოლი, ეთილის სპირტი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ინდოვაზინი წარმოადგენს კომბინირებულ ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ, შეშუპების საწინააღმდეგო პრეპარატს გარეგანი გამოყენებისათვის.
ფარმაკოკინეტიკა:
არ მოიპოვება მონაცემები.
ჩვენებები:
ძვალ-კუნთოვანი სისტემის ანთებითი დაავადებები (მათ შორის ბურსიტი, ტენდოვაგინიტი, სინოვიტი);
ვენების ქრონიკული უკმარისობა;
ვენების ვარიკოზული გაფართოვება, რომლის თანმხლებია ტკივილი და შეშუპება;
ვენების ვარიკოზული გაფართოებით გამოწვეული ტროფიკული დარღვევები;
ტრავმული წარმოშობის სისხლჩაქცევები;
იმობილიზაციის შემდგომი მდგომარეობა.
მიღების წესი და დოზირება:
გელი (1-2) სმ ხელის მსუბუქი მოძრაობით დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციების სახით იშვიათად აღინიშნება გამონაყარი, ჰიპერემია, ურტიკარია, ქავილი.
უკუჩვენებები:
*კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
*უცნობი ეტიოლოგიის სისხლის შედედების სისტემის დარღვევა;
*ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
*პრეპარატისა და ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
*ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ გარეგანად.
თავიდან უნდა ავიცილოთ პრეპარატის არასასურველი კონტაქტი თვალთან, ლორწოვან გარსსა და ღია ჭრილობებთან.
პრეპარატის გამოყენება პედიატრიაში:
პრეპარატის 14 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.
ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლი:
პრეპარატის 10 დღეზე მეტი ხნით გამოყენებისას საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი (ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობა).
ჭარბი დოზირება:
არ არსებობს მონაცემები.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ინდოვაზინი სიფრთხილით ინიშნება ანთების საწინააღმდეგო, არასტეროიდულ სხვა პრეპარატებთან, ანტიბიოტიკებთან და ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: BALKANPHARMA-TROYN,ბულგარეთი

გაფრთხილება