ინფაკოლი / infacol

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): სიმეტიკონი/simethicone

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები
შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება – სიმეტიკონი 40 მგ/1 მლ
ფარმაკოლოგიური თვისებები
ინფაკოლის აქტიური ნივთიერება სიმეტიკონი წარმოადგენს ორგანულ ნაერთს სილიციუმის საფუძველზე, რომელსაც აქვს ქაფის ჩამქრობი თვისება. იგი არის ქიმიურად არატოქსიური ნივთიერება და ამცირებს რა აირების ზედაპირულ დაჭიმულობას, არღვევს ბუშტუკების მთლიანობას და აადვილებს ნაწლავებში დაგროვილი აირების ფიზიოლოგიურ გამოყოფას
ჩვენებები
გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნებისმიერი გენეზით წარმოქმნილი აირების დაგროვების დროს (მეტეორიზმი, აეროფაგია, პოსტოპერაციული პერიოდი);
მისი გამოყენება მოსახერხებელია დიაგნოსტიკური გამოკვლევების წინ: ენდოსკოპია, სონოგრაფია, რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
მიღების წესები და დოზები
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ინფაკოლის ფლაკონი, შემდეგ აავსეთ დოზატორი რეზინზე ხელის მოჭერით.
ახალშობილებში მიიღება 1 დოზა (0,5 მლ)ყოველი ჭამის წინ ენაზე დაწვეთებით;
მოზარდებში 1 ან 2 დოზა ყოველი ჭამის წინ;
გვერდითი მოვლენები
ინფაკოლის მიღებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება
განსაკუთრებული მითითებები
გამოიყენება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ახალშობილებში დაბადების მომენტიდან;
მოსახერხებელია და მარტივი გამოსაყენებლად, ვინაიდან მოყვება დოზატორი, რაც აადვილებს ზუსტ დოზირებას (1 დოზა 0,5 მლ);
ერთი ფლაკონი შეიცავს 100 დოზაზე მეტს;
აქვს ფორთოხლის სასიამოვნო არომატი; არ შეიცავს შაქარს, ალკოჰოლს, საღებავებს;
ჭარბი დოზირება
ინფაკოლს არ ახასიათებს ჰიპერდოზირებით გამოწვეული მოვლენები
გამოშვების ფორმა: 40მგ/მლ ორალური სუსპენზია 50მლ ფლაკონში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Forest Laboratories, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება