იუნიკალი D3 / Junical D3

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები

მინერალების   და  D3 –ის კომბინაცია(CA,P,D3)
JUNICAL  D3-ის შემადგენლობაშია:   100 მლ. სიროფი.
10მლ  შეიცავს  ca2+ –228მგ/10მლ
ფოსფორი-121მგ
ვიტამინი D3   -125სე
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ძვლოვანი  ქსოვილის  მნიშვნელოვან  მინერალებს CA და P წარმოადგენს. აუცილებელია დაცული იყოს მათ შორის თანაფარდობა 1:1.5,1:2.  ძვლოვანი ქსოვილის და კბილის ემალის 75%  კალციუმისჰიდროასპარაგინატია. CA–შედის კბილების და ძვლის შემადგენლობაში, მონაწილეობს ნერვული იმპულსის გადაცემაში, არეგულირებს კუნთების შეკუმშვა–მოდუნებას, მონაწილეობს სისხლის შედედების სისტემაში.
P–15% –ით აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას და ამცირებს მის გამოდევნას. მონაწილეობს  ძვლის და კბილის ფორმირებაში, ასევე ენერგეტიკულ ცვლაში. D3-ასტიმულირებს  CA და P აბსორბციას ნაწლავში.

პრეპარატი უზრუნველყოფს ძვლოვანი სისტემის და კბილების ეფექტურ მინერალიზაციას, მონაწილეობს ნერვული სისტემის და კუნთოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებაში.
ჩვენება: რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა, კალციუმის  დეფიციტი,აქტიური ზრდის პერიოდი, ძვლის  დისლოკაციისა და მოტეხილობების მკურნალობა- პროფილაქტიკა, კრუნჩხვითი სინდრომი, კანის დაავადებები, ალერგიის კომპლექსური მკურნალობა.
მიღების  წესი და დოზირება: პერორალური  დოზა 2,5-5 მლ. ექიმის დანიშნულების მიხედვით  ნული ასაკიდან.
გვერდითი მოვლენები: შეიძლება გამოვლინდეს გასტროინტესტინალური ტრაქტის სუსტი გაღიზიანება, გულის რევა და ღებინება.
უკუჩვენება: ჰიპერკალცემია.
შენახვის პირობები: შეინახეთ ბნელ მშრალ ადგილას 25°C ტემპერატურაზე.

გაფრთხილება