გალაზოლინი / HALAZOLIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გალაზოლინი / HALAZOLIN-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ქსილომეტაზონი/xylometazoline

გალაზოლინი / HALAZOLIN-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალებები ადგილობრივი


გალაზოლინი / HALAZOLIN აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


გამოყენებისათვის
შემადგენლობა
1 მლ
ქსილომეტაზონის ჰიდროქლორიდი……500 მკგ

1 მლ
ქსილომეტაზონის ჰიდროქლორიდი…… 1 მგ
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ვირუსული ან ბაქტერიული წარმოშობის მწვავე რინიტის, ცხვირის წიაღის სინუსური დანამატის მწვავე ან ქრონიკული გართულების, ალერგიული რინიტის, შუა ყურის მწვავე ოტიტის (ევსტაქის მილის გამტარიანობის აღდგენის მიზნით) სამკურნალოდ.
მიღების წესები და დოზები
გალაზოლინის 0.05%-იანი ცხვირის წვეთები
1 წვეთი შეიცავს 0.025 მგ ქსილომეტაზონის ჰიდროქლორიდს. 4 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გალაზოლინის ხსნარის 1 წვეთი შეჰყავთ თითოეული ცხვირის ნესტოში ყოველ 8-12 საათში, ხოლო 2-დან 12 წლამდე ბავშვებში – ყოველ 8-10 საათში ერთხელ.
გალაზოლინის 0.1%-იანი ცხვირის წვეთები
1 წვეთი შეიცავს 0.05 მგ ქსილომეტაზონის ჰიდროქლორიდს. 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში და მოზრდილებში პრეპარატი მიიღება 2-3 წვეთის ოდენობით ყოველ 8-10 საათის განმავლობაში.
ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობის ჩვეულებრივი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 3-5 დღეს.
გვერდითი მოვლენები
გალაზოლინის მიღებისას ადგილობრივად აღინიშნება: იშვიათად გაღიზიანება, წვისა და ცხვირის ლორწოვანი გარსის არასასიამოვნო სიმშრალის შეგრძნება, აგრეთვე ცხვირის ცემინება.
ძალიან იშვიათად აღინიშნება საერთო გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, ძილიანობა, სისუსტე, გულის მუშაობის გახშირება, რომელიც დაკავშირებულია ჭარბი დოზით გალაზოლინის გამოყენებასთან.
უკუჩვენება
პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
გალაზოლინის მიღება არ არის რეკომენდებული თვალის დახურულ კუთხოვანი გლაუკომის შემთხვევაში.
პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ჰიპოფიზექტომია და/ან სხვა სახის ქირურგიული ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებული იყო თავის ტვინთან, პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.
არ არსებობს მონაცემები გალაზოლინის დედის რძეში გამოყოფის შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა,
სიფრთხილეა საჭირო ამ უკანასკნელის ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისას.
განსაკუთრებული მითითებები
3 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიღება დაუშვებელია. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ქრონიკული ან ვაზომოტორული რინიტი, პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია, ვინაიდან ასეთი პაციენტები ავლენენ პრეპარატის მიმართ 2 კვირაზე მეტი ხნით გამოყენების ტენდენციას. პრეპარატის ხანგრძლივი მიღება (2 კვირაზე მეტი ხნით) იწვევს იატროგენურ რინიტს (rhinitis medicamentosa). შაქრიანი დიაბეტით, ჰიპერტონიით, სტენოკარდიით, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიით და ჰიპერთირეოზით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატი მიიღება სიფრთხილით.
იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი მკურნალობს მაო-ს ინჰიბიტორებით და ტრიციკლური ანტიდეპრესიული საშუალებებით გალაზოლინის მიღება არ არის რეკომენდებული.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: იმის გამო, რომ გალაზოლინი მინიმალური ხარისხით აღწევს საერთო სისხლის მიმოქცევაში, ძალიან მცირე ალბათობა არსებობს მისი სხვა გამოყენებულ საშუალებებთან ურთიერთქმედებისა.
აღნიშნულია გალაზოლინის ურთიერთქმედება ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზით ან ამ უკანასკნელის შემთხვევით პერორალურად მიღებამ, განსაკუთრებით ბავშვებში, შესაძლებელია გამოიწვიოს მოდუნება, მხედველობის დაქვეითება, თავის ტკივილი, ნერვოზი, გულის მუშაობის რითმის დარღვევა, უძილობა.
პრეპარატის ხანგრძლივი დროით მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მეორადი რინიტი, რომელიც მკურნალობის მიმართ მდგრადია (rhinitis medicamentosa).
ჭარბი დოზირების შემთხვევაში გამოიყენება სიმპტომური მკურნალობა.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას 15-25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა – 4 წელი.
გამოშვების ფორმა: 0.5მგ/1 მლ ცხვირის წვეთები 10 მლ (ბავშვებისათვის) ფლაკონში, 1მგ/1 მლ ცხვირის წვეთები 10 მლ ფლაკონში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: პოლფა ვარშავა, პოლონეთი

გაფრთხილება