გასტროლიტი / Gastrolit

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გასტროლიტი / Gastrolit-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

გასტროლიტი / Gastrolit-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები


გასტროლიტი / Gastrolit აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>



ჩვენებები

• ადიუვანტური მკურნალობა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის (IBS) სიმპტომებისთვის,  მათ შორის ტკივილი,
• მეტეორიზმი,
•  გულძმარვა,
• GERD (გასტროეზოფაგური რეფლექსური დაავადებები)
შემადგენლობა
Zataria multiflora -ს ეთერზეთი
მოქმედი ნივთიერებები
თიმოლი, კარვაკროლი

ფარმაკოლოგიური ეფექტები და მოქმედების მექანიზმი
ირანული ზათარია არის ირანის ენდემური სახეობა, რომელიც უკვე დიდი ხანია გამოიყენება ხალხურ მედიცინაში,  მისი სადეზინფექციო, ტკივილგამაყუჩებელი და გაზგამყვანი თვისებების გამო.
ირანული ზათარიას მოქმედების მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის.
დოზირება და მიღების წესი
მიიღეთ ერთი კაფსულა ყოველ 8 საათში

უკუჩვენებები და გაფრთხილებები
• ორსულობა
• ლაქტაცია
• თიროიდული დარღვევები: თეორიულად, ზათარიას შეუძლია თიროიდული ჰორმონების დონის დაწევა.  პაციენტები, რომლებიც იღებენ ფარისებრ ჩანაცვლებით თერაპიას ან მათთვის, ვინც იღებს ანტი-თიროიდულ წამლებს, სიფრთხილით და მონიტორინგის ქვეშ უნდა მოხდეს   ზათარიას შემცველი პროდუქტების მიღება.
• პაციენტებში, კარდიოლოგიური და რესპირატორული დარღვევებით, მიიღება სიფრთხილით და ექიმის კონსულტაციით
გვერდითი მოვლენები
შემოთავაზებული დოზებით მიღებისას არანაირი გვერდითი მოვლენა არ გამოვლენილა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება არ გამოვლენილა, თუმცა იშვიათად ფოტოდერმატიტი, ვერტიგო, თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება გამოვლინდა რეკომენდირებული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.
ორსულობის და ლაქტაციის დროს მიღება
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ მიიღება
დამატებითი შენიშვნები
• სხვა მედიკამენტების მსგავსად გასტროლიტის  რბილი კაფსულა შეინახეთ ბავშვების მხედველობის არეს მოშორებულ და მიუწვდომელ ადგილას.
• პროლონგირებული გამოყენების დროს, ყოველი კვირის შემდეგ ერთი ორი დღით შეწყვიტეთ მიღება  და შემდგომ ისევ განაახლეთ, როგორც ადრე.
• შეინახეთ სამკურნალო საშუალება სინათლისაგან მოშორებულ ადგილას  15-30°C ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: რბილი კაფსულა N30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება