გინილაკი / GINILAC

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გინილაკი / GINILAC-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

გინილაკი / GINILAC-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საშოს მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები


გინილაკი / GINILAC აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს 4 მილიარდ ცოცხალ უჯრედს: Lactobacillus acidophilus – 18,0 მგ, Lactobacillus bifidus – 10,0 მგ, იოგურტის კულტურა (Streptococcus thermophilus და Lactobacillus delbrueckii subsp.bulgaricus) – 40,0 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: რძის მშრალი შრატი, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ასკორბინის მჟავა.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
გამჭვირვალე კრემისფერი მყარი ჟელატინის კაფსულები, შევსებული თეთრი ან მოყვითალო თეთრი ფერის ფხვნილით (დასაშვებია უფრო მუქი ფერის გრანულების არსებობა);
ფარმაკოლოგიური თვისებები
ვაგინალური მიკროფლორის რეგულაცია. ლაქტობაქტერიები გამოყოფენ რძემჟავას, რომელიც განაპირობებს ვაგინალური pH-ის შემცირებას. ამის წყალობით რძემჟავა ბაქტერიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საშოს ლორწოვანი გარსის მიკრობული წონასწორობის შენარჩუნებასა და ნორმალიზაციაში.
ხელს უშლიან პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროფლორის ზრდასა და განვითარებას.
ჩვენებები
მწვავე, ქრონიკული და მორეციდივე ვაგინალური ინფექციების (ბაქტერიული ვაგინოზი, კანდიდოზი, ტრიქომონიაზი და სხვა) პროფილაქტიკა და მკურნალობა კომპლექსურ თერაპიაში.
მიღების წესები და დოზები
გამოიყენება 1 კაფსულა დღეში, ძილის წინ. პრეპარატი შეჰყავთ ღრმად საშოში მწოლიარე მდგომარეობაში. გინილაკის კაფსულები გამოიყენება მწვავე პროცესების ანტიბაქტერიული თერაპიის დაწყებიდან მე-4-5 დღეს, ასევე საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის ჩათავების შემდეგ. კურსის ხანგრძლივობა – 10 დღე.
პროფილაქტიკის მიზნით გინილაკი ინიშნება მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევრიდან 5-10 დღის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები
ინდივიდუალური მგრძნობელობა ჟელატინის კაფსულებისა და პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენება
საშოს ლორწოვანი გარსის გავრცელებული, მწვავე ანთებითი (ჩირქოვანი) და ეროზიული დაზიანება.
ორსულობა და ლაქტაცია
შეიძლება პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება:
გინილაკის გამოყენება არ მოითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვას.
ჭარბი დოზირება
არ არის გამოვლენილი.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება
გინილაკი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში სულფანილამიდებთან, ანტიბიოტიკებთან, მეტრონიდაზოლთან და სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება მაცივარში (2-10)ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
გამოშვების ფორმა: ვაგინალური კაფსულა #5
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

გაფრთხილება