გინკორ ფორტე – GINKOR FORTE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გინკორ ფორტე – GINKOR FORTE-ის  საერთაშორისო დასახელება: გინკგო ბილობას ექსტრაქტი, ჰეპტამინოლი, ტროქსერუტინი
/GINKO BILOBA; HEPTAMINOL; TROXERUTIN

გინკორ ფორტე – GINKOR FORTE-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქრონიკული ვენური უკმარისობის სამკურნალო საშუალება.


გინკორ ფორტე – GINKOR FORTE აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.
1 კაფს.
გინკგო ბილობას ექსტრაქტი…………………….         14 მგ
ჰეპტამინოლის ჰიდროქლორიდი……………..        300 მგ
ტროქსერუტინი……………………………………       300 მგ
ჩვენებები:
პრეპარატი ზრდის ვენების ტონუსს და გააჩნია ანგიოპროტექტული თვისებები.
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ქვედა კიდურების ვენებში სისხლმიმოქცევის დარღვევის დროს:
სიმძიმის შეგრძნების დროს ქვედა კიდურებში;
ტკივილი;
უსიამოვნო შეგრძნება ქვედა კიდურებში – პარესთეზიები ძილის წინ.
პრეპარატი აგრეთვე რეკომენდებულია ჰემოროიდული “კრიზის” დროს.
მიღების წესები და დოზირება:
ვენურლიმფური უკმარისობის დროს: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში – დილას და საღამოს.
ჰემოროიდული კრიზების დროს: 3-4 კაფსულა დღეში 7 დღის განმავლობაში.
სპორტსმენების საყურადღებოდ: პრეპარატი შეიცავს ჰეპტამინოლს, რომელიც იწვევს დადებით რეაქციას ანტიდოპინგური კონტროლის დროს. კაფსულები შეიცავს საკვებისმიერ ჟელატინს. ისინი იხსნება კუჭში, რის შედეგად თავისუფლდება აქტიური ნივთიერება. გარკვეული შემთხვევების გარდა, კაფსულების გახსნა გამოყენების წინ დაუშვებელია.
რეკომენდებულია წყლის მიყოლება.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მოქმედების სრული ეფექტის გამოვლენისათვის აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა. არ შეიძლება ხანგრძლივი ყოფნა მზეზე, გადახურება, ხანგრძლივად მდგომარე პოზა, აგრეთვე, სიფრთხილეა საჭირო სიმსუქნის დროს.
ხელშემწყობი ფაქტორები: სიარული, გარკვეულ შემთხვევაში სპეციალური წინდების ჩაცმა.
პრეპარატებთან ურთიერთქმედების განვითარების თავიდან ასაცილებლადა აუცილებელია მკურნალი ექიმს ინფორმირება სხვა საშუალებების გამოყენების შესახებ.
პრეპარატის დანიშვნის პირობები: პრეპარატი ინიშნება გარკვეული დაავადებების დროს. სხვა შემთხვევაში მისი მიღება ან ერთხელ ჩატარებული მკურნალობის კურსის განმეორება ექიმის დანიშნულების გარეშე დაუშვებელია.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: BEAUFOUR IPSEN INTERNACIONAL, საფრანგეთი

გაფრთხილება