გლუკოვანსი – GLUCOVANCE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გლუკოვანსი – GLUCOVANCE -ის საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): მეტფორმინი, გლიბენკლამიდი/
METFORMIN; GLIBENCLAMIDE

გლუკოვანსი – GLUCOVANCE-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომბინირებული პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატი


გლუკოვანსი – GLUCOVANCE აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების  ფორმა:
ტაბლეტები შეფუთვაში 30 ც.
1 ატბ.
მეტფორმინი…………            500 მგ
გლიბენკლამიდი…………..     2.5 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მეტფორმინი განეკუთვნება ბიგუანიდების ჯგუფს, ახასიათებს ჰიპოგლიკემიური მოქმედება ინსულინის მიმართ ქსოვილების მგრძნობელობის მომატების ხარჯზე, ასევე აქვეითებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნახშირწყლების შეწოვის პროცესს და თრგუნავს ღვიძლში გლუკონეოგენეზს, დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე, აქვეითებს საერთო ქოლესტერინს, ტრიგლიცერიდებს და დაბალი სიხშირის ლიპოპროტეინებს, გლიბენკლამიდი განეკუთვნება სულფონილშარდოვანის 2 თაობის პრეპარატებს, ის იწვევს პანკრეასის ბეტა-უჯრედების სტიმულაციას და ხელს უწყობს ინსულინის სეკრეციას.
ჩვენებები:
2 ტიპის დიაბეტი მოზრდილებში.

უკუჩვენებები:
* 1 ტიპის დიაბეტი;
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
* კეტოაციდოზი;
* თირკმლების მწვავე უკმარისობა;
* მძიმე ინფექციები;
* მიოკარდიუმის ინფარქტი;
* პორფირია;
* ალკოჰოლიზმი;
* იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერების შეყვანა;
* ორსულობა, ლაქტაცია;
* მიკონაზოლის მიღება.
გვერდითი მოვლენები:
ანორექსია, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულის რევა, ერითემა, თრომბოციტოპენია, ანემია, ალკოჰოლის მიღებისას –“ანტაბუსის ეფექტი”.
განსაკუთრებული მითითებები:
მიკონაზოლის და ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიური კომა. კორტიკოსტეროიდებთან ერთად პრეპარატის დანიშვნის დროს შეიძლება განვითარდეს კეტოაციდოზი.
დოზირება:
ინდივიდუალურია, საშუალოდ საწყისი დოზაა 1 აბი ჭამის დროს, მაქსიმალური -4 აბი დღის განმავლობაში. დოზის კორექცია ხდება ყოველ 2 კვირაში ექიმის მიერ.
მწარმოებელი: MERCK

გაფრთხილება