გლუკოლაგენი / Glucolagen

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გლუკოლაგენი / Glucolagen-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

გლუკოლაგენი / Glucolagenვ  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები


გლუკოლაგენი / Glucolagen აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ინგრედიენტები:
კალციუმის კარბონატი (500 მგ); გლუკოზამინ სულფატის კომპლექსი კალიუმის ქლორიდთან, მიღებული კიბოსებრთა წარმომადგენლებისაგან (278.51 მგ); სტაბილიზატორები: მიკროკრისტალური ცელულოზა და პოლივინილპოლიპიროლიდონი; შემასქელებელი: პოვიდონი; კოლაგენი (40 მგ); შეწებების საწინააღმდეგო საშუალებები: ტალკი, მაგნიუმის სტეარატი; თეთრი გლაზირებული ნივთიერება: პოლივინილის სპირიტ ნაწილობრივ ჰიდროლიზებული, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 3350, ტალკი.

აღწერილობა:
კვებითი დანამატი გლუკოლაგენი შეიცავს კალციუმს, გლუკოზამინს და კოლაგენს პროტეინის მინიმალური შემადგენლობით 90%.
კალციუმი მნიშვნელოვანია ძვლების ჯანმრთელობისათვის, უჯრედების გაყოფისა და კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
გლუკოზამინი არის სახსრების ხრტილის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ადამინის ორგანიზმის მიერ სინთეზირდება.
კოლაგენი არის ბოჭკოვანი ქსოვილების მთავარი კომპონენტი: ხრტილები, მყესები და კანი. მის მნიშვნელოვან რაოდენობას შეიცავს რქოვანა, ხრტილი, ძვლები, სისხლძარღვები, ნაწლავები და მალტაშორისი დისკები.

დოზირება:
3 ტაბლეტი ჭამის შემდეგ ყოველდღიურად.
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია მინიმალური ვადით 1-დან 3 თვემდე.
2-თვიანი შესვენების შემდეგ მკურნალობა შეიძლება განახლდეს.

საკვები ინგრედიენტები აპკით შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობა (1.25 გრ)
კალციუმი 200 მგ (25% NRV*დან)
გლუკოზამინ სულფატი 210 მგ**
კოლაგენი 40 მგ**

* საკვები ნივთიერებების შემცველობის მაჩვენებელი (NღV – Nუტრიენტ ღეფერენცე Vალუე) 1169.2001 ევროკავშირისი რეგულაციების თანახმად.
** საკვები ნივთიერებების შემცველობის მაჩვენებელი დადგენილი არ არის.

გაფრთხილებები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენება ჭარბი დოზა.

საკვები დანამატი არ ცვლის მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს.
აღნიშნული საკვები დანამატი არ არის რეკომენდებული პირებში კიბოსებრთა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობით.
ქრონიკული დაავადებების (მაგ. რევმატოიდული ართრიტი), ხანგრძლივი მედიკამენტოზური მკურნალობის დროს, აღნიშნული საკვები დანამატის მიღებასთან დაკავშირებით მიმართეთ მკურნალ ექიმს კონსულტაციისათვის.
იგივე ეხება ორსულებსა და მეძუძურებს.

შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებმა უნდა აკონტროლონ სისხლში შაქრის დონე.

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არა უმეტესტ 250ჩ ტემპერატურის პირობებში.

შენახვის ვადა: 4 წელი წარმოების თარიღიდან.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
შეფუთვა: მუყაოს კოლოფი, აპკით შემოგარსული 10 ტაბლეტიანი 3 ბლისტერით
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Laropharm Pharmaceutical Industry, რუმინეთი

გაფრთხილება