გლუფერალი – GLUFERALUM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გლუფერალი – GLUFERALUM-ის  ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალება.


გლუფერალი – GLUFERALUM აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს:
კალციუმის გლუკონატს ……………………  0.2 გ
ფენობარბიტალს ………………………….….  0.025 გ
ნატრიუმის კოფეინ – ბენზოატს ………… 0.005 გ
ბრომიზოვალს ………………………………..  0.07 გ
დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, სტეარინის მჟავა
აღწერილობა: თეთრი ფერის ტაბლეტი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი ავლენს კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედებას.
ჩვენება:
ეპილეფსია
უკუჩვენება:
თირკმელების და ღვიძლის მძიმე დაავადებები, ალკოჰოლიზმი, ორსულობის პერიოდი, ლაქტაცია, სხვა სედატიურ საშუალებებთან ერთდროულად მიღება.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად. დოზა დგინდება ინდივიდუალურად. მოზრდილებში დოზა ვარირებს 2- დან 4 ტაბლეტამდე. მაქსიმალური დღეღამური დოზა შეადგენს 10 ტაბლეტს.
ბავშვებში იგი ინიშნება ასაკის მიხედვით და შეადგენს  1 / 2   ტაბლეტიდან 1 ტაბლეტამდე. მაქსიმალური დღეღამური დოზა 10 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის შეადგენს  5 ტაბლეტს.
პრეპარატის დოზას ზრდიან თანდათანობით შეტევის შეწყვეტამდე, მაგრამ არა უმეტეს რეკომენდებული დღეღამური მაქსიმიმალური დოზისა.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის გამოყენებისას პირველ დღეებში შესაძლებელია აღინიშნოს ძილიანობა, რომელიც ჩვეულებრივ რამოდენიმე დღის შემდეგ თავისთავად ქრება.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში   შესაძლებელია აღინიშნოს თავის ტკივილი, კოორდინაციის დარღვევა. ზემოთ აღნიშნული მოვლენები დოზის შემცირებისთანავე ქრება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატი ეპილეფსიის დროს გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციაში
(ძირითადად ძლიერი ტონურ – კლონური კრუნჩხვების დროს).   გლუფერალი სხვადასხვა სახის ეპილეფსიური აბსანსების დროს გამოიყენება ოქსაზოლიდინთან კომბინაციაში.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მიღების შეწყვეტა ხორციელდება დოზის თანდათანობითი შემცირების გზით. მისი მიღების მკვეთრი შეწყვეტის შემთხვევაში   შესაძლებელია შეტევის განახლება და მისი გახშირება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში   შესაძლებელია ეპილეფსიური სტატუსის განვითარება.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
გამოშვების ფორმა:
#10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.
#10 ტაბლეტი კონტურულ არაუჯრედოვან შეფუთვაში,   2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილა, 15-25°C ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტით.
მწარმოებელი: სს ” თბილქიმფარმი ”

გაფრთხილება