დავიკოლი / Davikol

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დავიკოლი / Davikol -ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

დავიკოლი / Davikol-ის   კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთებისა და ბაქტერიების საწინააღმდეგო მოქმედების საშუალებები

ადგილობრივი გამოყენებისათვის


დავიკოლი / Davikol მალამო აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
აქტიური სუბსტანცია: თაფლი  10 გ, ასკორბინის მჟავა  0,005 გ;
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი ან ნიპაგინი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
,,დავიკოლ”-ს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული მოქმედება. პრეპარატი ხასიათდება ანტიოქსიდანტური აქტივობით, წარმოადგენს ფერმენტული აქტივობის რეგულატორს, ასტიმულირებს თვალის ქსოვილების რეგენერაციის და ჭრილობების შეხორცების პროცესებს.
ჩვენებები
• თვალის ტრავმები და დამწვრობები;
• კონტაქტური ლინზების ტარებით გამოწვეული რქოვანის ცვლილებები და კონიუნქტივიტები;
• ~მონიტორული~ კონიუნქტივიტი კომპიუტერთან მუშაობის დროს;
• ბროლის დაწყებითი შემღვრევები;
• ოფთალმოჰერპესის ყველა ფორმა (მარტივი ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი);
• თვალის ადენოვირუსული დაზიანება;
• ინფექციური, პოსტტრავმული და ოპერაციის შემდგომი გენეზის კერატოპათიები;
• სხვადასხვა გენეზის რქოვანას და ბადურას დისტროფიები;
მიღების წესები და დოზები
ბავშვებში 6 წლიდან და მოზრდილებში – თითო წვეთი 6-ჯერ დღეში. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში – თითო წვეთი 3-ჯერ დღეში.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
განსაკუთრებული მითითებები
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის შესწავლილი;
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი.
პრეპარატის გამოყენება დასაშვებია გახსნიდან 10 დღის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ, გრილ ადგილზე (8 – 15ºC ტემპერატურის პირობებში).
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე ინსტრუქციის შესაბამისად.
გამოშვების ფორმა: 10მლ თვალის წვეთები ფლაკონში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო

გაფრთხილება