დაიტრიქსი / DAYTRIX

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დაიტრიქსი / DAYTRIX-ის   საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ცეფტრიაქსონი/ceftriaxone

დაიტრიქსი / DAYTRIX-ის   კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მესამე თაობის ცეფალოსპორინები


დაიტრიქსი / DAYTRIX მალამო აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური თვისებები:
ცეფალოსპორინების ჯგუფის მესამე თაობის ანტიბიოტიკი
ახასიათებს ბაქტერიოციდული მოქმედება, რაც განპირობებულია ბაქტერიების მემბრანის სინთეზის ინჰიბირებით. დაიტრიქსს აქვს ფართო სპექტრის მოქმედება, რომელიც მიმართულია აერობული და ანაერობული გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ:
გრამდადებითი აერობები
Streptococcus group А, В, С, G, Str. pneumoniae, Staphylococcus aureus,St. epidermidis.
გრამუარყოფითი აერობები
Enterobacter spp., Eschenchia coli, Haemophilus influenzae, H. parainfluenzae, Klebsiella spp. (К. pneumoniae ჩათვლით), Moraxella catarrhalis, Morganella morganii, Neisseria gonorrhoeae, N. meningitidis, Proteus mirab ilis, Proteus vulgaris, Providencia spp., Salmonella spp. (maT Soris S. typni), Serratia spp. (S. marcescens ჩათვლით), Shigella spp., Yersinia spp. (Y. enterocolitica ჩათვლით), Treponema pallidum, Citrobacter spp., Aeromonas spp., Acinetobacter spp.
ანაერობები

Actinomyces, Bacteroides spp. (В. fraqilis ზოგიერთი შტამის ჩათვლით), Clostridium spp. (უმრავლესობა С. difficile რეზისტენტულია), Peptococcus spp., Peptostreptococcus spp., Fusobacteriumspp. (maT Soris F. mortiferum и F. varium)
ფარმაკოკინეტიკა
ი/მ შეყვანის შემდეგ ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%-ს. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 1,5 საათში. შექცევადად უკავშირდება პლაზმის ალბუმინის (85%-95%). პრეპარატის მინიმალური ანტიმიკრობული მოქმედების კონცენტრაცია ნარჩუნდება სისხლში 24 საათამდე და მეტ დროს. ადვილად აღწევენ ორგანოებში, პერიტონელური, პლევრალური, სინოვიალურ სითხეებში, ტვინის გარსების ანთების დროს-აღწევს ზურგის ტვინის სითხეში, ძვლოვან ქსოვილში. ნახევრად გაყოფის პერიოდი შეადგენს 5.8-8.7 სთ-ს; გახანგრძლივებულია (16სთ.) ავადმყოფებში 75 წელს ზევით; ბავშვებში (6,5 დღე), ახალშობილებში (8 დღემდე). აქტიური ფორმით გამოიყოფა (50%-მდე) თირკმელებით 48 სთ-ს განმავლობაში. ნაწილობრივ გამოიყოფა ნაღველთან ერთად.
ჩვენებები:
ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციური დაავადებები
ზედა და ქვედა სასუნთქი გზებიის ანთებითი პროცესები:
მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი
პნევმონია
ფილტვების აბსცესი
პლევრის ემპიემა
კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის სტრეპტოდერმია)
საშარდე გზების ინფექციები:
პიელიტი
მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი
ცისტიტი
პროსტატიტი
ეპიდიდიმიტი
გინეკოლოგიური ინფექციები:
ვენერიული ინფექციები (გონორეა, სიფილისი)
მუცლის ღრუს ინფექციები

სანაღვლე გზები

კუწ-ნაწლავის ტრაქტი:
პერიტონიტი
სეპსისი და სეპტიცემია
ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები (ოსტეომიელიტი)
ბაქტერიული მენინგიტი და ენდოკარდიტი
გართულებების პოსტოპერაციულ პერიოდში პროფილაქტიკის მიზნით
დოზირება
ახალშობილებში 20-50 მგ/კგ 24 სთ-ში ერთხელ
ბავშვებში 12 წლამდე 20-80 მგ/კგ 24 სთ-ში ერთხელ
მოზრდილებში 1-2 გ 24 სთ-ში ერთხელ (მაქს. სადღე-ღამისო დოზა 4გ)
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინების მიმართ.

გამოშვების ფორმა: 1გ/3,5მლ 1გ ფხვნილი ი.მ. საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში და 3,5მლ გამხსნელი ამპულში
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: LABORATORIO FARMACEUTICO, იტალია

გაფრთხილება