დეკომბი – DECOMB

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დეკომბი – DECOMB-ის   საერთაშორისო დასახელება: ნისტატინი, ნეომიცინის სულფატი, გრამიციდინი და ტრიამცინოლინის აცეტონიდი.


დეკომბი – DECOMB მალამო აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა:
1 გ კრემი შეიცავს:
ნისტატინი…………………………………. 10000 მე,
ნეომიცინის სულფატი…………………… 2,5მგ,
გრამიციდინი……………………………..  0,25მგ,
ტრიამცინოლონის აცეტონიდი……….   1,0მგ.
გამოყენების ჩვენებები:
ზედაპირული დერმატოზი, კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისადმი მომატებული მგრძნობელობა, მეორადი ინფექციები ბაქტერიებით და სოკოებით. დეკომბს ახასიათებს ანტიმიკრობული, სოკოს საწინააღმდეგო და ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ინგრედიენტის მიმართ, კანის ვირუსული დაზიანება, როზაცეა, დამწვრობა, კანის დაწყლულება, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
სიფრთხილე:
არ შეიძლება კრემის მოხვედრა თვალში, არ გამოიყენება ბავშვებში დამწოლი ნახვევის ქვეშ, პაციენტებში თირკმლის პათოლოგიით, ან ანამნეზში მონაცემები ქალა-ტვინის მე-IX წყვილი ნერვის დაზიანების შესახებ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
მონაცემები არ მოიპოვება.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, კანზე გამონაყარი, პრეპარატით მკურნალობის დროს დისკომფორტის აღმოცენების შემთხვევაში შეატყობინეთ მკურნალ ექიმს.
დოზირება:
კრემი დაიტანება კანის დაზიანებულ უბნებში 2-4–ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 14 დღე. არ არის რეკომენდებული ექიმის მიერ დანიშნული დოზირების დარღვევა.
პრეპარატი მიიღება ექიმის მიერ დანიშნულ დროს და გარკვეული ინტერვალებით. თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება დანიშნულ დროს გამოიყენეთ იგი გახსენებისთანავე. სიმპტომების შემცირების შემდეგაც არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე მკურნალობის შეწყვეტა თვითნებურად.
სიფრთხილე:
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. თუ თქვენ შემთხვევით გამოიყენეთ პრეპარატის ჭარბი დოზა ან ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა იგი, აუცილებლად მიმართეთ სასწრაფო დახმარებას და თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა. არ გამოიწვიოთ პირღებინება დამოუკიდებლად ექიმთან კონსულტაციის გარეშე. პრეპარატი არ გამოიყენოთ სიბნელეში. შეამოწმეთ ეტიკეტზე წარწერა და დოზა პრეპარატის ყოველი გამოყენების წინ.
შენახვის ვადა: 2 წელი
შენახვის წესები:
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25°C-ის. ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა რეცეპტით.
მწარმოებელი: Pharmacare Int.Co./Pharmacare PLC Palestine

გაფრთხილება