დიზოპირამიდი – DISOPYRAMIDE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დიზოპირამიდი – DISOPYRAMIDE-ის ფარმაკოლოგიური თვისებები
მიეკუთვნება I A ჯგუფის ანტიარითმულ საშუალებას, რომელიც ხასიათდება მემბრანომასტაბილიზებელი მოქმედებით. აბლოკირებს ნატრიუმის სწრაფ არხებს, ახანგრძლივებს ეფექტურ რეფრაქტერულ პერიოდს და მოქმედების პოტენციალს წინაგულებსა და პარკუჭებში, ამცირებს მიოკარდის აგზნებადობას და კუმშვადობას, თრგუნავს ატრიოვენტრიკულურ გამტარებლობას და სინუსის კვანძის ავტომატიზმს. ამასთან ერთად გააჩნია ანტიქოლინერგული ეფექტი.


დიზოპირამიდი – DISOPYRAMIDE აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ჩვენებები
ძირითადად გამოიყენება პარკუჭოვანი არითმიების და ექსტრასისტოლების სამკურნალოდ, ან მათი პრევენციის მიზნით (ასევე მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ პერიოდში ინტრავენურად);
წარმოადგენს მეორე რიგის პრეპარატს სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის სამკურნალოდ (წინაგულების ციმციმი და თრთოლვა).
გამოიყენება აგრეთვე სინუსური რითმის შესანარჩუნებლად მედიკამენტოზური ან ელექტრული კარდიოვერსიის დროს;
არითმიის პროფილაქტიკისათვის კორონარული არტერიების კათეტერიზაციის დროს.
დოზირების რეჟიმი
300-800 მგ პერორალურად (4 წლის ასაკამდე ბავშვებში 10-20 მგ/კგ; 4-6 წლამდე 6-15 მგ/კგ) დღის განმავლობაში განაწილებული დოზით ინტრავენურად 1-2 მგ/კგ (5 წთ-ზე მეტი დროის განმავლობაში შესაყვანად) მაქსიმალურად 150 მგ, შემდგომი პერორალური მიღებით.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს „დამტვირთავი“ დოზა არ უნდა აღემატებოდეს 200 მგ-ს, შემანარჩუნებელი დოზაა 100 მგ 1-2-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები
ანტიმუსკარინული ეფექტები – პირის სიმშრალე, მხედველობის დაბინდვა, შარდის შეკავება, იმპოტენცია და ყაბზობა. ყველაზე სერიოზული გართულება შარდის შეკავება.
მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ნაკლებად დამახასიათებელია; უძილობა და დეპრესია; გულის მუშაობის დათრგუნვა, გულის უკმარისობა და ჰიპოტონია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, გულის გამტარებლობის შეფერხება გულის ბლოკადა პერიფერიული ნეიროპათია, ეგზემა, ფოტოსენსიბილიზაცია; ხანგრძლივად გამოყენებისას – ჰიპერგლიკემია. იმპოტენცია.
უკუჩვენებები
გულის ბლოკადა, გულის მწვავე უკმარისობა, გლაუკომა, შოკი, ჰიპოტონია, პროსტატის ადენომა.
განსაკუთრებული მითითებები
თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, აგრეთვე AV გამტარებლობის შემაფერხებელი პრეპარატებით წინათ ჩატარებული მკურნალობისას სიფრთხილეა საჭირო დიზოპირამიდის გამოყენების დროს.

გაფრთხილება