დიმედროლი-დარნიცა – DIMEDROLUM-DARNITSA

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დიმედროლი-დარნიცა – DIMEDROLUM-DARNITSA-ის საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): დიფენჰიდრამინი/ DIPHENYDRAMINE

დიმედროლი-დარნიცა – DIMEDROLUM-DARNITSA -ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი


დიმედროლი-დარნიცა – DIMEDROLUM-DARNITSA აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 1 ც.
1 ტაბ.
დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი………………..    50 მგ
საინექციო ხსნარი 1%: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ
დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი……………….    10 მგ.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
I თაობის H1–ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი. ცნს–ზე მოქმედება განპირობებულია ტვინის H3–ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკადით და ცენტრალური ქოლინერგული სტრუქტურის დათრგუნვით. ახასიათებს გამოხატული ანტიჰისტამინური აქტივობა, ამცირებს ან ხელს უშლის  ჰისტამინისგან გამოწვეულ გლუკი მუსკულატურის სპაზმის განვითარებას, კაპილარების გამტარობის მომატებას, ქსოვილების შეშუპებას, ქავილს და ჰიპერემიას. იწვევს ადგილობრივ ანესთეზიას (შიგნით მიღებისას ვითარდება ხანმოკლე დაბუჟება პირის ღრუს ლორწოვანის), აბლოკირებს განგლიების ქოლინორეცეპტორებს (აქვეითებს არტერიულ წნევას) და ცნს, ახდენს სედატიურ, საძილე, ანტიპარკინსონულ და ღებინების საწინააღმდეგო ეფექტს. ჰისტამინთან ანტაგონიზმი ვლინდება უფრო მეტად ადგილობრივ სისხლძარღვოვან რეაქციასთან მიმართებაში ანთებისა და ალერგიის დროს, ვიდრე სისტემურად, ე.ი არტერიული წნევის დაქვეითებით. თუმცა, პარენტერალური შეყვანით პაციენტებში მოცირკულირე სისხლის მოცულობის ნაკლოვანებით, შესაძლებელია წნევის დაქვეითება და გაღრმავება არსებული ჰიპოტონიის განგლიომაბლოკირებელი მოქმედების გამო. ტვინის ლოკალური დაზიანებისას და ეპილეფსიისას პრეპარატი (მცირე დოზებსიც კი) ააქტივებს ეპილეპტიურ მუხტს ელექტრი ენცეფალოგრამაზე და შეიძლება ეპილეფსიური შეტევის პროვოცირება მოახდინოს. საკმაოდ ეფექტურია ბრინქოსპაზმისასაც გამოწვეული მორფინით, ტუბოკურარინით და ნაკლები ხარისხით – ალერგიული ბუნების ბრონქოსპაზმისას. სედატიური და საძილე ეფექტი უფრო გამოხატულია განმეორებითი მიღებისას. მოქმედება იწყება 15–60 წთ–ის შემდეგ და გრძელდება 12 საათს.
ჩვენებები:

ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის, თივის ცხელება, ანგიონევროტული შეშუპება, კაპილაროტოქსიკოზი), ალერგიული კონიუნქტივიტი, მწვავე ირიდოციკლიტი, ბაზომოტორული რინიტი, პინოსინუსოპათია, ალერგიული დერმატიტი, ქავილით მიმდინარე დერმატოზი.
კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ჰიპერაციდული გასტრიტი (კომბინაციურ თერაპიაში).
პარკინსონიზმი, ქორეა, უძილობა.
ორსულებში ღბინება, მენიერის სინდრომი, ზღვის დაავადება, სხივური დაავადება.
კანისა და რბილი ქსოვილების ფართოტრავმული დაზიანება (დამწვრობა, მოყინვა), ჰემორაგიული ვასკულიტი, შრატისმიერი დაავადება. პრემედიკაცია.

მიღების წესი და დოზირება:
შიგნით. მოზრდილები – 30–50 მგ 1–3–ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 10–15 დღე.
მაქსიმალური დოზა მოზრდილებში: ერთჯერადი – 100მგ, დღეღამური – 250მგ. უძილობისას – 50მგ დაძინებამდე 20–30 წუთით ადრე.
იდიოპათიური და პოსტენცეფალიტური პარკინსონიზმისას – დასაწყისში 25მგ 3–ლერ დღეში, დოზის თანდათანობითი გაზრდით, თუ საჭიროა 50მგ–მდე 4–ჯერ დღეში.
რყევისგან ცუდად გახდომის დროს – 25–50მგ ყოველ 6–8 საათში (არაუმეტეს 75მგ/დღეში ბავშვებში 2–6 წლამდე და 150მგ/დღეში ბავშვებში 6–12 წლამდე).
კუნთში – 50–250მგ; მაქსიმალური ერთჯერადი დოზა – 50მგ, სადღეღამისო – 150მგ.
ვენაში წვეთოვნად – 20–50 მგ (75–100მლ 0.9% NaCl –ის ხსნარი).
რექტალურად სანთელი შეჰყავთ 1–2–ჯერ დღეში გამწმენდი ოყნის შედეგ ან თავისთავად ნაწლავის დაცლის შემდეგ. 3 წლამდე ასაკის ბავსვებსი – 5მგ, 3–4 წლამდე – 10მგ; 5–7 წლამდე – 15 მგ, 8–14 წლამდე – 20მგ.
ოფთალმოლოგიაში: კონიუნქტივში აწვეთებენ 1–2 წვეთს 0.2–0.5% ხსნარს 2–3–5–ჯერ დღეში.
ინტრანაზალურად: ალერგიული ვაზომოტორული, მწვავე რინიტისას, რინოსინუსოპათიისას ნიშნავენ ჩხირებს, რომელიც სეიცავს 0.05გ დიფენჰიდრამინს.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა, პირის სიმშრალე, პირის ღრუს დაბუჟება, თავბრუსხვევა, კანკალი, გულისრევა, თავის ტკივილი, ასთენია, ფსიქომოტორული რეაქციების დაქვეითება, ფოტოსენსიბილიზაცია, აკომოდაციის პარეზი, კოორდინაციის დარღვევა. ბავშვებში შესაძლებელია უძილობის პარადოქსალური განვითარება, გაღიზიანებადობა და ეიფორია.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ცნს–ის დათრგუნვა, აგზნება (განსაკუთრებით ბავშვებში) ან დეპრესია, გუგების გაფართოება, პირის სიმშრალე, კუჭ–ნაწლავის სისტემის პარეზი.
მკურნალობა:სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს, კუჭის ამორეცხვა, აუცილებლობისას წნევის ამწევი სამკურნალო საშუალებები, ჟანგბადი, ვენაშიპლაზმის შემცვლელი ხსნარების შეყვანა. არ შეიძლება ეპინეფრინის და ანალეპტიკების გამოყენება.
განსაკუთრებული მითითება:
საჭიროა სიფრთხილის დაცვა სამუშაოს შესრულებისას, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.
მოერიდეთ გამოსხივებას და ეთანოლის მოხმარებას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აძლიერებს ეთანოლისა და ცნს–ის დამთრგუნველი სამკურნალწამლო საშუალებები მოქმედებას. მონოამინოოქსიდაზა აძლიერებს დიფენჰიდრამინის აქტივობას. ანტაგონისტური ურთიერთქმედება აღინიშნება ფსიქოსტიმულატორებთან ერთად დანიშვნისას. აქვეითებს აპომორფინის, როგორც ღებინების გამომწვევი პრეპარატის (მოწამვლის დროს ინიშნება)  მოქმედებას.
აძლიერებს მ–ქოლინომაბლოკირებელი პრეპარატების  აქტივობას.
მწარმოებელი: DARNITSA

გაფრთხილება