დიპ რილიფი – DEEF RELIEF

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დიპ რილიფი – DEEF RELIEF-ის საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): იბუპროფენი, მენთოლი/
IBUPROFEN, MENTHOL

დიპ რილიფი – DEEF RELIEF-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომბინირებული შემადგენლობის ადგილობრივი გამოყენების ანალგეზიური და ანთების  საწინააღმდეგო საშუალება.


დიპ რილიფი – DEEF RELIEF აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გელი გარეგანი გამოყენებისათვის: ტუბში 15 გ ან 50 გ
1 გ
იბუპროფენი……………..           50 მგ
მენთოლი……………………..      30 მგ
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, კარბომერი, დი-იზოპროპანოლამინი, ეთანოლი, წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დიპ რილიფი წარმოადგენს იბუპროფენისა და მენთოლის კომბინაციას, რომლის სუნიც შეიგრძნობა უშუალოდ გამოყენების დროს.
იბუპროფენი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფის წარმომადგენელია. იგი აყუჩებს ტკივილს და აგრეთვე ხელს უწყობს ანთებითი პროცესების ლოკალიზებას.
მენთოლს ახასიათებს ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედება, ეს კი ხელს უწყობს ტკივილის გაყუჩებას.
ჩვენებები:
დიპრილიფი გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება ართრიტის, კუნთებისა და სახსრების სხვადასხვა სახის ტკივილის დროს, ხერხემლის ტკივილის ჩათვლით.
მიღების წესები და დოზირება:
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის მოზრდილებსა და ბავშვებში 14 წლის ასაკის ზევით. სახურავის ზედა ნაწილის დაწოლით გახვრიტეთ ტუბი, გელის მცირე რაოდენობა წაისვით მტკივნეულ ადგილას, შეიზილეთ სრულ შეწოვამდე 4-ჯერ დღეში, ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება პრეპარატის 10 დღეზე მეტი ხნით გამოყენება.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ჰაერგაუმტარი ნახვევის ქვეშ.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია კანის მხრივ გამოხატული ალერგიული რეაქციები: ქავილი, სიწითლე და ა.შ.
უკუჩვენებები:
*დიპ რილიფის მიღება არ არის რეკომენდებული თუ:
*თქვენ მგრძნობიარე ხართ იბუპროფენის ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ;
*თქვენ გაწუხებთ ასთმა და იცით, რომ ასპირინმა და სხვა არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო  პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ ასთმის შეტევის პროვოცირება;
*კანი დაზიანებულია ტკივილის ადგილას;
*ხართ ორსული;
*ლაქტაციის დროს.
განსაკუთრებული მითითებები:
*დიპ რილიფის გამოყენება არ შეიძლება ექიმის რეკომენდაციის გარეშე 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.
*თუ თქვენ გაქვთ თირკმელების დაავადება პრეპარატის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
*გელი არ წაისვათ ტუჩებზე, ნესტოებზე, თვალებთან, სასქესო ორგანოებზე და ანალურ ხვრელთან ახლოს, აგრეთვე ღია ჭრილობებზე, დაზიანებულ და გაღიზიანებულ კანზე. თუ ეს მოხდა ჩამოიბანეთ გელი დიდი რაოდენობა სუფთა წყლით.
*დიპ რილიფის გამოყენების შემდეგ ყოველთვის დაიბანეთ ხელები, თუ ისინი არ წარმოადგენენ მკურნალობის ობიექტს.
*გელის გადაყლაპვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზირება:
არ არის აღწერილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
თუ თქვენ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებას პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: MENTHOLATUM CO. LTD, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook