გუნა-ნევრალ (ნატუროპათი) / GUNA-NEURAL (naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გუნა-ნევრალ (ნატუროპათი) / GUNA-NEURAL (naturopath)-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული ნევრალგიური ტკივილის მკურნალობა.


გუნა-ნევრალ (ნატუროპათი) / GUNA-NEURAL (naturopath) აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
აქტიური კომპონენტები: Aconitum napellus 8X, Beta-Endorphin 4C, Colocynthis 4X, Ferrum phosphoricum 2X, Formica rufa 8X, Graphalium polycephalum 6X, Iris versicolor 8X, Kalmia latifolia 2X, Neurotrophin 4 4C, Paris quadrifolia 6X.
არააქტიური კომპონენტი: ნატრიუმის ქლორიდის სტერილური იზოტონური ხსნარი.
Guna-Neural-ის თერაპიული ბირთვები
1. ფსიქო-ნეირო-ენდოკრინულ-იმუნური ტკივილგამაყუჩებელი ბირთვი β-Endorphin 4C– ტკივილის საწინააღმდეგო ნეირომედიატორი. აქვეითებს ტკივილის აფერენტულ იმპულსაციას ზურგის ტვინის უკანა რქების და ცენტრალური ქერქქვეშა სტრუქტურების დონეზე. აძლიერებს ენდოგენური ბეტა-ენდორფინის ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.
2. ანთების საწინააღმდეგო ბირთვი
ამ ბირთვის კომპონენტები (Aconitum, Colocynthis, Phosphoricum, Gnaphalium polycephalum, Iris versicolor, Paris quadrifolia, Kalmia latifolia) ხასიათდება სხვადასხვა პერიფერიული ნერვის, მათ შორის საჯდომი ნერვის (Gnaphalium) და ქალა-ტვინის ნერვების მიმართ(Paris quadrifolia) ტროპიზმით. უზრუნველყოფს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.
3. სისხლძარღვოვანი ეტიოლოგიის ბირთვი
Formica rufa აძლიერებს პერინევრიუმის ვასკულარიზაციას, აქვეითებს პარესთეზიის მოვლენებს.
4. ანტიდეგენერაციული ბირთვი
ნეიროტროფინების ჯგუფის Neurotrophin 4 ინტერლეიკინი – ნერვული ბოჭკოების ზრდის ფაქტორია. უზრუნველყოფს პერიფერიულ ნერვზე ტროფიკულ მოქმედებას.
5. რევმატიული ეტიოლოგიის ბირთვი
Kalmia ამცირებს პარეზსს და დამბლას ნევროლოგიური წარმოშობის ანთებითი პროცესების დროს.

ჩვენებები:
სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული ნევრალგიური ტკივილი;
გაურკვეველი ხასიათის ტკივილი; ნევრალგიური ტკივილი მხრის არეში, გამოწვეული ხერხემლის კისრის არეში ნერვზე ზეწოლით (GUNA-NECK-თან ერთად); ნეკნთაშუა ნევრალგია, რომელიც ხერხემლის გულმკერდის არეში ნერვზე ზეწოლითაა გამოწვეული (GUNA-THORACIC-თან ერთად); ინფექციური ნევრიტი; სახის ნერვის ატიპიური ნევრიტი (Sluder-is sindromi, Charlin-is sindromi); სამწვერა ნერვის ანთება; ტემპომანდიბულური სახსრის ტკივილი (TMJ); არნოლდის სინდრომი (GUNA-NECK-თან ერთად); ტკივილი კისრის, გულმკერდის, წელის და გავა-კუდუსუნის ლოკალიზაციის არეში ნერვულ ფესვებზე ზეწოლის გამო (შესაბამისად, GUNA-NECK, GUNA-THORACIC, GUNA-LUMBAR, GUNA-NEURAL/GUNA-ISCHIAL-თან ერთად).
გამოშვების ფორმა: 2მლ ამპულა #10; #5
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: GUNA, იტალია

გაფრთხილება