დიმენჰიდრინატი – DIMENHYDRINATE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს H1 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორს ანტიქოლინერგული თვისებებით. იგი ამცირებს ჰისტამინით გამოწვეულ ბრონქების გლუვი კუნთების, ნაწლავების, საშვილოსნოს მომატებულ ტონუსს, ავლენს გამოხატულ სედატიურ და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებას.
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება გულისრევის, ღებინების და სხვადასხვა გენეზის, თავბრუსხვევის პროფილაქტიკისა და სიმპტომატიური მკურნალობისათვის (მათ შორის მენიერის დაავადება, კინეტოზების დროს).
დოზირების რეჟიმი
მოზრდილებში პრეპარატი გამოიყენება ჭამის წინ დოზით 50-100 მგ 4-6-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 400 მგ.
1-6 წლის ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება დოზით 12.5-25 მგ 2-3-ჯერ დღეში,
7-12 წლის ბავშვებში – 25-50 მგ 2-3-ჯერ დღეში.
პროფილაქტიკის მიზნით (მაგ. „ზღვის დაავადება“) 1-2 ტაბლეტი მგზავრობის წინ.
გვერდითი მოვლენები
პირის სიმშრალე, აკომოდაციის დარღვევა, ძილიანობა.
უკუჩვენებები
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, აგრეთვე 1 წლამდე ასაკის ბავშვები.
განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება დახურულკუთხოვანი გლაუკომის, შარდის გამოყოფის, წინამდებარე ჯირკვლის, კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის, ეპილეფსიის, მძიმე ფორმის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.
♦ მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია ალკოჰოლის მიღებისაგან თავის შეკავება.
♦ ექსპერიმენტული კვლევებით დადგენილ იქნა, რომ პრეპარატი იწვევს ნაყოფის კარდიოვასკულური სისტემის მხრივ დარღვევებს და საზარდულის თიაქარის განვითარებას.
♦ პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებულია ისეთი სამუშაოების შესრულებისაგან თავის შეკავება, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
– დიმენჰიდრინატის და ბარბიტურატების, საძილე და ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებების, ტრანკივილიზატორების, ნეიროლეფსიური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება მისი სედატიური ეფექტის გაძლიერება.
– პრეპარატისა და ატროპინის, აგრეთვე ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება მათი ანტიქოლინერგული ეფექტები.
– მაო-ს ინჰიბიტორებთან პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას იზრდება დიმენჰიდრინატის ანტიქოლინერგული მოქმედება.

გაფრთხილება