დიტეკი – DITEK

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დიტეკი – DITEK-ის საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ფენოტეროლი, კრომოგლიცინის მჟავა/CROMOGLICIC ACID; FENOTEROL

დიტეკი – DITEK-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბრონქოლიზური და ანტიალერგიული საშუალება.


დიტეკი – DITEK აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დოზირებული აეროზოლი ინჰალაციისათვის:
ფლაკონში 200 დოზა
1 დოზა
ფენოტეროლის ჰიდრობრომიდი…………….            0.05 მგ
კრომოგლიცინის მჟავა
(დინატრიუმის მარილის სახით)……………………… 1 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დიტეკი შედგება სხვადასხვა თვისებების მქონე ორი აქტიური ნივთიერებისაგან: ფენტეროლის ჰიდრობრომიდი – β2-ადრენომიმეტური საშუალება;
კრომოგლიცინის დინატრიუმის მარილი ხასიათდება ანტიალერგიული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
დიტეკი იწვევს გლუვი კუნთების, მათ შორის ბრონქების და სისხლძარღვების გაფართოებას და ხელს უშლის ჰისტამინით, მეტაქოლინით, ცივი ჰაერით და ალერგენებით (დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები) გამოწვეულ ბრონქოსპაზმს.
ფენოტეროლის ჰიდრობრომიდი იწვევს უკვე არსებული ბრონქოსპაზმის კუპირებას.
კრომოგლიცინის დინატრიუმის მარილის სისტემატურად მიღება ხელს უწყობს სენსიბილიზირებული პოხიერი უჯრედების მემბრანების სტაბილიზაციას, თრგუნავს მათ დეგრანულაციას და ალერგიის და ანთების (ჰისტამინი, ბრადიკინინი, პროსტაგლანდინები) მედიატორების, ისევე როგორც სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების გამოყოფას. სწორედ ამ თვისებების საფუძველზე კრომოგლიცინის დინატრიუმის მარილი აფერხებს ალერგენებით ან სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორებით (ცივი ჰაერი, ფიზიკური გადაღლილობა, სტრესი) გამოწვეულ ბრონქოსპაზმს.
კრომოგლიცინის დინატრიუმის მარილი უშუალო ბრონქოდილატაციური თვისებებით არ ხასიათდება.
ორივე აქტიური ნივთიერების კომბინაცია ხელს უწყობს უკვე არსებული ბრონქოსპაზმის კუპირებას.
ფარმაკოკინეტიკა:
თირკმელების მიერ პრეპარატის გამოყოფის შემდეგ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად ორივე აქტიური ნივთიერების ურთიერთქმედების ნიშნები მათ ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე გამოვლენილი არ არის.
ჩვენებები:
ბრონქების შექცევადი შევიწროვებით მიმდინარე ბრონქული ასთმის, ბრონქებისა და ფილტვების სხვადასხვა დაავადებების შედეგად განვითარებული ბრონქოსპაზმის პროფილაქტიკა და მკურნალობა. მაგ.ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი ფილტვის ემფიზემით და მის გარეშე.
მიღების წესები და დოზირება:
საწყისი დოზა მოზრდილებისათვის და ბავშვებისათვის 6 წლის ასაკის ზემოთ შეადგენს 2 ინჰალაციას 4-ჯერ დღეში (დილით, შუადღისას, დღის მეორე ნახევარში და საღამოს); აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით 1-2 ინჰალაცია. მძიმე შემთხვევებში, როდესაც 5 წთ-ის შემდეგ ადგილი არა აქვს სუნთქვის შესამჩნევ გაუმჯობესებას, საჭიროა კიდევ დამატებით 2 ინჰალაცია.
შემდგომში ინჰალაცია ტარდება არაუგვიანეს 2 სთ-ის ინტერვალში.
პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება აეროზოლის 2 ინჰალაცია.
4-6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება აეროზოლის 2 ინჰალაცია 4-ჯერ დღეში.
პრეპარატის აღნიშნული ფორმით 4 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობა ნებადართული არ არის.
იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულ დოზებში არ იწვევს სასურველ ეფექტს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ეფექტური მკურნალობის საფუძველს წარმოადნენს ინჰალატორის სწორად გამოყენება.
პირველადი გამოყენების დროს ინჰალატორი უნდა შევანჯღრიოთ, დავაჭიროთ საჩვენებელი თითი დოზის გამანაწილებელ სარქველს 1-2-ჯერ. ინჰალაციის ჩასატარებლად მუნშტუკს უნდა მოვხსნათ სახურავი. ინჰალატორი იმყოფება ვერტიკალურ მდგომარეობაში, ხოლო დიდი თითი თავსდება ბალონის ძირზე. ამ დროს საჭიროა მაქსიმალურად ამოვისუნთქოთ, რის შემდეგაც მუნშტუკი უნდა მოავათავსოთ პირში კბილებს შორის (ჩაკბეჩის გარეშე და მჭიდროდ შემოვავლოთ ტუჩები. ვიწყებთ რა ჰაერის მაქსიმალურ ჩასუნთქვას, საჭიროა ბალონის ძირზე ვაწარმოოთ ზეწოლა ისე, რომ პრეპარატის დოზა გამოიფრქვეს. ერთდროულად საჭიროა გავაგრძელოთ მშვიდი და ღრმა შენსუნთქვა. ინჰალაციის შემდეგ, მუნშტუკს ეხურება სახურავი.
ბალონის შიგთავსი იმყოფება მაღალი წნევის ქვეშ. ბალონის გახსნა ძალის გამოყენებით და მისი გაცხელება 50 ზემოთ ნებადართული არ არის. გაუმჭვირვალე ბალონი მასში არსებული შიგთავსის ხარჯვის ვიზუალურად დანახვის საშუალებას არ იძლევა. კონტეინერში დარჩენილი პრეპარატის შემოწმება ხდება მისი შენჯღრევით. იმ შემთხვევაში, თუ ბალონი ცარიელი მოგვეჩვენება, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში დარჩენილია აერეზოლის კიდევ 10 ეფექტური  ინჰალაცია.
გვერდითი მოვლენები:
თითების ტრემორი, მოუსვენრობა, ტაქიკარდია, თავბრუსხვევა ან თავის ტკივილი.
შესაძლებელია აგრეთვე ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანება, ხველება, იშვიათად შემთხვევებში – ძლიერი ბრონქოსპაზმი.
ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება – გულისრევა, ღებინება, გამონაყარი და სხვა ალერგიული რეაქციები, არტერიული წნევის დაქვეითება, ჰიპერგლიკემია, პარადოქსული ბრონქოსპაზმი, ოფლიანობა, ართრალგია.
დიტეკით მკურნალობის დროს შესაძლებელია სისხლის შრატში კალიუმის მაჩვენებლების გარდამავალი და დოზადამოკიდებული შემცირება.
უკუჩვენებები:
*პრეპარატის ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
*ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათია, ტაქიარითმია, გულის მანკი, WPW (ვოლფ-პარკინსონ-უაიტის) სინდრომი, თირეოტოქსიკოზი, დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, გლაუკომა, ჰიპოკალიემია;
*ორსულობის I ტრიმესტრი;
*4 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს დიტეკის გამოყენება ხდება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს. არ არსებობს მონაცემები დიტეკის ექსკრეგირების შესახებ დედის რძეში. მიუხედავად ამისა, ლაქტაციის პერიოდში დიტეკის დანიშვნისას საჭიროა ძუძუთი კვება შეწყდეს.
განსაკუთრებული მითითებები:
*დიტეკის დანიშვნა, განსაკუთრებით ჭარბ დოზებში სხვა ადრენომიმეტურ საშუალებებთან ერთად ნებადართული არ არის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ შესაძლებელ სერიოზული გართულების გამო.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: კანის სიწითლე, მოუსვენრად ყოფნა, თითების კანკალი, გულისრევა, ტაქიკარდია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, არტერიულ ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია, სტენოკარდიული ტკივილები, ფსიქომოტორული აგზნება და ექსტრასისტოლია.
მკურნალობა: სედატიური, ანქსიოლიზური საშუალებების გამოყენება. მძიმე შემთხვევებში ტარდება ინტენსიური მკურნალობა.
სპეციფიკური ანტიდოტის სახით რეკომენდებულია β1-ადრენობლოკატორების გამოყენება. გარდა ამისა ბრონქული ასთმით დაავადებულ ავადმყოფებში ბრონქების ობსტრუქციის შესაძლებელი გაძლიერების გამო, საჭიროა ანტიდოტის დოზის გულმოდგინედ შერჩევა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ბეტა-ადრენომიმეტური, ანტიქოლინერგული საშუალებები, ქსანტინის წარმოებულები და გლუკოკორტიკოიდები აძლიერებენ დიტეკის მოქმედების ეფექტს.
კრომოგლიცინის დინატრიუმისა და გლუკოკორტიკოიდების ერთდროული დანიშვნა ამ უკანასკნელთა დოზის შემცირების საშუალებას იძლევა.
მონაცემები პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ ამოსახველებელ საშუალებებთან ერთად აღწერილი არ რაის.
არასელექტიურ ბეტა-ადრენობლოკატორებთან დიტეკის კომბინაციით მისი მოქმედების ეფექტი მცირდება.
ფტოროტანი იწვევს მიოკარდის სენსიბილიზაციას ფენოტეროლის მიმართ და ხელს უწყობს არითმიის განვითარებას.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
მწარმოებელი: BOEHRINGER INGELHEIM INTERNATIONAL,გერმანია

გაფრთხილება