დიფერელინი – DIPHERELINE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დიფერელინი – DIPHERELINE-ის საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ტრიპტორელინი/
TRIPTORELIN

დიფერელინი – DIPHERELINE -ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გონადოტროპული ჰორმონის სინთეზური ანალოგი.


დიფერელინი – DIPHERELINE აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად:ფლაკონში, გამხსნელთან (ამპულაში 2 მლ) და ერთჯერად შპრიცთან კომპლექტში
1 ფლ.
ტრიპტორელინი…………………….     3.75 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
რძის მჟავას და გილიკოლის მჟავას სოპოლიმერი 170 მგ, მანიტოლი 85 მგ, ნატრიუმის კარმელოზა 30 მგ, პოლისორბატი 80 2 მგ, სუსპენზიის მოსამზადებელი ხსნარი (1 ამპ.), მანიტოლი 16 მგ, საინექციო წყალი 2 მლ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დიფერელინი  წარმოადგენს სინთეზური დეკაპეპტიდის, ბუნებრივი ჰორმონის ანალოგს, რომელიც გამოყოფს გონადოტროპინს, გონადოტროპინის დონის გარდამავალი ზრდის შემდეგ იგი იწვევს მაინჰიბირებელ მოქმედებას გონადოტროპინის სეკრეციაზე სტეროიდოგენეზის შემდგომი დათრგუნვით ქალებში და მამაკაცებში.
ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება იმ დაავადებების დროს, როდესაც საჭიროა სქესობრივი ჰორმონების ინჰიბირება:
წინამდებარე ჯირკვლის დაავადება;
საშვილოსნოს ფიბრომიომა;
ნაადრევი სქესობრივი მომწიფება ბავშვებში;
ენდომეტრიოზი;
უშვილობა ქალებში.
მიღების წესები და დოზირება:
პრეპარატი შეყავთ კუნთებში. ინექცია ხორციელდება დაუყოვნებლივ წინასწარ მომზადებული სუსპენზიით. დაუშვებელია მისი სხვა პრეპარატებთან შერევა.
ერთჯერადი თერაპიული დოზა დეპო ფორმისათვის შეადგენს 4.12 მგ თვეში ერთხელ მენსტრუაციის მე-3 დღიდან დაწყებული, კანქვეშ ან კუნთებში.
შპრიცში დარჩენილი საშუალება ექვემდებარება განადგურებას.
პრეპარატის მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
მამაკაცებში:
პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში აღინიშნება შარდვის გაძნელება და ტკივილი. ასევე აღინიშნება მოვლენები, რომლებიც მკურნალობის ეფექტურობაზე არ მოქმედებს: სახის ჰიპერემია, ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია, რომელიც გაივლის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
ბავშვებში:
პრეპარატით მკურნალობის კურსის პირველი კვირის განმავლობაში აღინიშნება უმნიშვნელო სისხლიანი გამონადენი, რაც საჭიროებს ხანმოკლე მკურნალობას.
ქალებში:
შესაძლებელია ისეთი მოვლენების განვითარება, რომლებიც მკურნალობის ეფექტურობაზე არ მოქმედებს.
სახის ჰიპერემია, ვაგინალური სიმშრალე, თავის ტკივილი, ასთენია.
პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მუცელში და მენჯის არეში.
უკუჩვენებები:
*ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
*მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გამოირიცხოს ორსულობა.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატით მკურნალობა მიმდინარეობს მუდმივი სამედიცინო კონტროლის ქვეშ.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპატებთან ურთიერთქმედების განვითარების თავიდან ასაცილებლად სიფრთხილით გამოიყენება სხვა პრეპარატებთან კომბინაციის დროს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: BEAUFOUR IPSEN INTERNATIONAL, საფრანგეთი

გაფრთხილება